ამბობენ, რომ არაფერია მსოფლიოში იმაზე გემრიელი, ვიდრე - იყო გამხდარი! მეც გადავწყვიტე, საკუთარი თავი ამ „გემრიელი კერძით“ გავახარო.
დავიწყებ იმით, რომ hotsale.ge-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რეგულარულად გვიწევს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობა. ყოველთვის ვცდილობთ, საიტის საშუალებით მომხმარებელს სიახლეები გავაცნოთ. ზოგიერთი მათგანი კი საკუთარ თავზეც გამოვცადოთ...
ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, კარგად ეცოდინება, თუ რა ძნელია დაუსრულებელი ბრძოლა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ეს ბრძოლა ხშირად წლობით გრძელდება. მტანჯველ დიეტებს კი იშვიათად აქვს რეალური შედეგი.
ერთ-ერთი სიახლე, რომელიც საკუთარ თავზე უნდა გამოვცადო და შედეგი გაჩვენოთ, ესთეტიკური მედიცინის ცენტრში - "Solo Per Te!" წარმოდგენილი, სახისა და სხეულის კორექციის იტალიური, ბოლო თაობის ოქროს მედლის მფლობელი 2017 წლის აპარატი - "So Up Reloaded 2.0" გახლავთ. აპარატი ქირურგიული ჩარევის გარეშე, უმტკივნეულოდ, უსაფრთხოდ და ყველაზე ეფექტურად ებრძვის სხეულში ჩალაგებულ ჭარბ ცხიმს, ცელულიტს და ნაოჭებს.
გადავწყვიტე, საკუთარ თავზე მეცადა მისი ეფექტურობა და პირველი პროცედურის ჩასატარებლად, ესთეტიკის ცენტრს ვესტუმრე.
პირველი პროცედურა (ერთი ზონა) დაახლოებით 1 სთ და 15 წთ გაგრძელდა. ჯერ გამიკეთეს მასაჟი ვაკუუმით, რომელიც სამი რეჟიმით ხორციელდება. ვაკუუმმა გახსნა ფორები, შემდეგ ულტრაბგერა გამიკეთეს. როგორც ამიხსნეს, ის შლის ცხიმოვან უჯრედებს და აჩქარებს ლიმფოდრენაჟის პროცესებს. თბილი აპლიკატორი სხეულზე დასრიალებდა და ცხიმს ადნობდა. შეგრძნება ერთდროულად სასიამოვნოც იყო და ოდნავ მტკივნეულიც. როგორც "Solo Per Te"-ში მითხრეს, პროცედურის გაკეთება შესაძლებელია შემდეგ ზონებზე: ბარძაყები, დუნდულები, მუცელი (შედის გვერდებიც), წვივები, წელი (შედის გვერდებიც), მკლავები, დეკოლტე, სახე.
დაახლოებით ორი თვის წინ ამავე ცენტრში ცხვირის პლასტიკა გავიკეთე, ქირურგიული ჩარევის გარეშე. სახის კონტურული პლასტიკის საშუალებით გავისწორე კეხი და ცხვირის წვერი ოდნავ ზემოთ ავწიე. შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ როდესაც ცხოვრების შეცვლა გინდა, პირველ რიგში, გარეგნულად უნდა შეიცვალო.
გაზაფხულზე კი, ისე, როგორც არასდროს, გინდება ჭარბი კილოგრამების თავიდან მოშორება. თუნდაც იმიტომ, რომ უფრო თავდაჯერებული გახდე და ზაფხულში თამამად მოიხდინო საცურაო კოსტიუმი. მე განვაგრძობ პროცედურებს. როგორც "Solo Per Te"-ში მითხრეს, შედეგს დაახლოებით სამ კვირაში მივიღებ. თქვენც აუცილებლად გაჩვენებთ მიღწეულ შედეგებს ფოტოების საშუალებით.
სიყვარულით, ქეთი.