გადავწყვიტეთ, თავი მოვუყაროთ რჩევებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, უფრო იშვიათად დავიბანოთ თავი და ამასთან, შესანიშნავად გამოვიყურებოდეთ.
ყურადღება მიაქციეთ რაციონს
თმამ სისუფთავე დიდხანს რომ შეინარჩუნოს, რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ცხიმიანი და შემწვარი კერძები, შაქარი, თეთრი პური და კონსერვები. ჩაანაცვლეთ ხილითა და ბოსტნეულით, რძის პროდუქტებით, დიეტური ხორცითა და თხილით. ეს დაგეხმარებათ ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის შემცირებაში.
გამოიყენეთ მშრალი შამპუნი
ცხიმიანი ბზინვარების დასაფარად, დაყავით თმა ნაწილებად და წაისვით მშრალი შამპუნი ძირებზე. დაელოდეთ 10 წთ და შემდეგ დაივარცხნეთ. რაღაც დროის განმავლობაში თმა პრეზენტაბელურ იერსახეს შეინარჩუნებს.
გამოიყენეთ აქსესუარები
თუ "ჩოლკა" გაქვთ, ორიგინალური იქნება თავსაბურავის გამოყენება. უბრალოდ, დაიბანეთ "ჩოლკა" ან დაამაგრეთ რაიმეთი. ვარცხნილობა თავსაბურავის გამოყენებით კარგად გამოიყურება შეკრულ და გაშლილ თმაზეც.
მიაქციეთ ყურადღება წყლის ტემპერატურას
მიაქციეთ ყურადღება წყლის ტემპერატურას თავის დაბანისას. იგი თბილი და ოდნავ გრილიც კი უნდა იყოს და არა ცხელი. ცხელი წყალი ზრდის კანის ცხიმის გამოყოფას. უმჯობესია, თმა ბუნებრივი გზით გაიშროთ.
გაიკეთეთ ნაწნავები
თმის ცხიმიანი ძირების შენიღბვა შესაძლებელია, თუ თმას დაიწნავთ ნებისმიერი ხერხით. რაც უფრო მსხვილია ნაწნავი, მით უფრო არ გამოჩნდება ჭუჭყიანი თმა.
დაივარცხნეთ თმა ძილის წინ
სანამ დაწვებით, დაივარცხნეთ თმა. თუ სიგრძე საშუალებას გაძლევთ, შეიკარით ან დაიწანით თავისუფლად.
შეიცვალეთ გაყოფის ხაზი
შეიცვალეთ გაყოფის ხაზი. საიდუმლო მარტივია: თმა ეჩვევა განსაზღვრულ განლაგებას, კარგავს მოცულობას და ჭუჭყიანდება უფრო სწრაფად.
ნუ დაიტკეპნით თმას
ეცადეთ, ერიდოთ დატკეპნილ ვარცხნილობებს. ამგვარად თმა არააკურატულად და ცხიმიანად გამოიყურება.
გარეცხეთ სავარცხლები
მიაქციეთ ყურადღება სავარცხლების სისუფთავეს. კანის ცხიმის, კონდიციონერის ან ლაქის ნარჩენები თმას აწებებს.