ამ ნიღაბს "ღმერთების ნექტარი" ეწოდება, რაც გასაკვირი არ არის: მის შემადგენლობაში ნამდვილად ძლიერი და სასწაულმოქმედი კომპონენტებია. ამასთან, ამ კომპონენტების მოძიება და ნიღბის დამზადება სირთულეს არ წარმოადგენს, შედეგი კი ნამდვილად გასაოცარი აქვს.
ნაოჭების საწინააღმდეგო სახის ნიღაბი
პირველი კომპონენტი გახლავთ თაფლი. ეს ტკბილი ნექტარი შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს, ადეზინფეცირებს კანს და აჩქარებს ანთებების შეხორცებას. თაფლი ძალიან ეფექტურია კანის პრობლემების დროს. მას უამრავ ნიღაბში იყენებენ, როგორც აქტიურ ინგრედიენტს. ლიმონიც არანაკლებ სასარგებლოა ამ შემთხვევაში. ის ეხმარება ლაქების ან იარების გათეთრებაში.
ასევე, ნიღბის შემადგენლობაში შედის დარიჩინი. ის ამცირებს ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების რისკს, თავისი ანტიმიკრობული თვისებების წყალობით. და კიდევ ერთი კომპონენტი - მუსკატის თხილი, რომელიც ეხმარება გამონაყარის დროს და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
• 1 ჩ.კ. თაფლი
• 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
• ½ ჩ.კ. დარიჩინი
• ½ ჩ.კ. მუსკატის თხილი
მომზადება
შეურიეთ ყველა კომპონენტი ერთგვარი მასის მიღებამდე.
თუ მასა ძალიან მყარი გამოვიდა, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი მინერალური წყალი.
თუ ძალიან ღია ფერის ან მგრძნობიარე კანი გაქვთ, ნუ დაუმატებთ ლიმონს.
გამოყენება
წაისვით ნიღაბი სახეზე. ერიდეთ თვალებისა და ტუჩების არეს. დაიტოვეთ 30 წუთი, მაგრამ თუ სახე ძალიან აგეწვათ, დაიბანეთ 10 წუთში. პროცედურის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი. ასევე, ამ ნიღბის გამოყენება შეგიძლიათ მალამოს სახით, დაზიანებულ ადგილებზე წასმით. თუ ოდნავი წვა იგრძენით, ნუ შეშინდებით - ე.ი. ნიღაბი მოქმედებს.
მაშ ასე, "ღმერთების ნექტარი" დაგეხმარებათ იარების, ნაწიბურებისა და ნაოჭების მოცილებაში. უკვე მეორე გამოყენების შემდეგ იგრძნობთ შედეგს!
თინა ბებოს დაუჯერებლად ეფექტური იაფიანი ნიღბები თვალებს ქვემოთ სიშავის წინააღმდეგ