შერონ სთოუნი თითქმის 60 წლისაა, მაგრამ ბრწყინვალე მსახიობი არ კარგავს იუმორის გრძნობას და გონებამახვილურ მარგალიტებს აფრქვევს, რომლებშიც მეტი სიმართლე და სიბრძნეა, ვიდრე გამოცდილი გურუების რჩევებში.
* ქალის სახის გამომეტყველება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტანსაცმელი.
* პლასტიკური ქირურგია საჩემო არ არის, მაგრამ არ განვსჯი მათ, ვინც ამას მიმართავს. თუ ეს აბედნიერებთ, რატომაც არა?
* არ დავმალავ, გამომიყენებია ბოტოქსი არაერთხელ, მაგრამ დროულად შევჩერდი, რათა იმ ოქროს თევზებთაგან ერთ-ერთი არ გავმხდარიყავი, ჰოლივუდში რომ ბინადრობენ. ბოტოქსის გამ ყველა მსახიობი ქალი ერთმანეთს დაემსგავსა. მე მინდა დავრჩე ისეთი, როგორიც ვარ.
* კალიფორნიაში 400 ათასი ქერა ქალი ცხოვრობს ერთნაირი ცხვირით, გიგანტური ტუჩებით, იმპლანტებით ღაწვებში და ქათქათა კბილებით. ნუთუ ეს მართლა ასე მიმზიდველია?
* ცხოვრების პირველ ნახევარში შენი სახე არის ის, რითიც დაიბადე, მეორე ნახევარში - რასაც იმსახურებ.
* თუ ჭკვიანი ხარ, იქნები ლამაზი. არ არსებობენ ულამაზოები. ზოგი ლამაზია, როგორც ვარდი, ზოგი კი - როგორც კაქტუსი.
* შემიძლია ვიყო სასიამოვნო და საყვარელი, მაგრამ ეს საინტერესო არ არის. მსურს, ვიყო გულწრფელი - როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარშემომყოფებთან. ეს კი ყოველთვის სასიამოვნო არ არის. არასოდეს მივილტვოდი, საყოველთაო ნებიერა გავმხდარიყავი.
* ცხოვრებაში ის კი არ არის მთავარი, როგორ ეცემი, არამედ ის, თუ როგორ წამოდგები.
* ქალმა არ უნდა აიღოს მთელი მსოფლიოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.