თუ ადამიანი გულში ბოროტებას, ნეგატივსა და მუდმივ შფოთს იგროვებს, გასაკვირი არაა, რომ დაავადდება.
ნებისმიერი დაავადება წყენის ვერ პატიების შედეგია - მიაჩნდა მკურნალ ჯუნას. ბრძენი ადამიანი იყო ჯუნა. ის ხშირად ეუბნებოდა ახლობლებს: ჩვენი ცხოვრება არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ მასზე.
როგორ მოვიპოვოთ ჰარმონია
1. პატიება
თუ ცხოვრებაში პრობლემები გაგიჩნდათ, არა აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში, ვიღაცას უნდა აპატიოთ, მიუტევოთ, წარმატება უსურვოთ. ამით საკუთარ თავს გაათავისუფლებთ, გააბედნიერებთ.
2. აქტიურობა
ნუ გააზარმაცებთ გულს. რეგულარულად აკეთეთ ვარჯიში, ხშირად იარეთ კიბეზე.
3. მასაჟი
ყოველდღიური სახის მასაჟი მოგიხსნით თავის ტკივილს, უძილობას, მასაჟით სხეულს თქვენს სიყვარულს აგრძნობინებთ. 10 წუთი დაუთმეთ ყელის, ტერფების მასაჟს. 5 წუთი - სახისას.
4. ფიქრები
აკონტროლეთ აზრები, თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი და დიდხანს იცოცხლოთ. აი, ცუდი ფიქრები კი უნდა მოიშოროთ.
5. პატივისცემა
პატივი ეცით საკუთარ თავს. თქვენ განუმეორებელი ხართ. შური გაგანადგურებთ, მიბაძვა კი დაგღუპავთ. იყავით ღირებული იმ შრომით, რასაც აკეთებთ გადაიტანეთ ყურადღება ფიქრებზე, ქცევაზე.
6. მომავალი
პატივი ეცით დღევანდელ დღეს, რომ ხვალ ბედნიერი იყოთ. ნუ დალევთ ზედმეტს დღეს, რომ ხვალ ცუდად არ იბრძნოთ თავი. უარი თქვით უსარგებლო დესერტზე, რომ ხვალ ზედმეტი წონა არ აკრიფოთ.
გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა თქვენ ხელშია და როგორც მოექცევით მას დღეს ისე მოგექცევათ ის ხვალ.