10 წლიდან მოყოლებული, გამონადენი დამახასიათებელია ნებისმიერი ასაკის ქალისთვის. მისი საშუალებით ხდება საშოს ნორმალური ფლორის შენარჩუნება.
1 თვიდან 9 წლამდე ორგანიზმი ფიზიოლოგიურად ისვენებს. ამ დროს მენსტრუალური ფუნქცია ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ქალური ჰორმონები კი იმდენად უმნიშვნელო რაოდენობით გამომუშავდება, რომ ორგანიზმზე მათი ზემოქმედება მინიმალურია.
9 წლის შემდეგ ჩნდება ლორწოვანი გამონადენი, თუმცა მუდმივად არ გამოიყოფა. მოგვაგონებს ბრინჯის ნახარშს ან უმი კვერცხის ცილას. უსუნოა. სქესობრივი მომწიფების შემდეგ გამონადენის ხასიათი ჰორმონულ ფონსა და მენსტრუალური ციკლის ფაზაზეა დამოკიდებული. მენსტრუალური ციკლის დასრულებისთანავე გამონადენი მცირდება და გამჭვირვალე
ხდება, ციკლის შუაში კი იმატებს, წევადი და ლორწოვანია, მოგვაგონებს ქათმის უმი კვერცხის ლორწოს. გაგრძელება