ქალები უამრავ დროსა და ფულს ხარჯავენ იღლიაში არასასურველი თმის სხვადასხვა მეთოდით მოსაშორებლად. ბევრს ეპილაციებით და პარსვით კანი უღიზიანდება, ხშირად ურთულდება და გამონაყარი უჩნდება.
გთავაზობთ იღლიაში არასასურველი თმის მოცილების 3 მეთოდს ეპილაციისა და პარსვის გარეშე! შედეგი? პრიალა და გლუვი კანი დიდი ხნის მანძილზე.
1. შაქარი და ლიმონის წვენი
შეურიეთ ერთმანეთში 2 ს/კ ლიმონის წვენი და 1 ს/კ შაქარი, წაისვით მიღებული პასტა იღლიის ზონაზე და გაიჩერეთ 2-3 წუთი. შემდეგ ჩამოიშორეთ თბილ წყალში დასველებული რბილი ჩვრით.
2. კვერცხის ცილა და სიმინდის ფქვილი
შეურიეთ 1 ს/კ კვერცხის ცილა და 1 ს/კ სიმინდის ფქვილი. წაისვით მიღებული მასა იღლიის ზონაზე. აცადეთ, რომ გაშრეს, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. რძე და კურკუმა
მწიკვ კურკუმას შეურიეთ 2 ს/კ თბილი რძე, კარგად აურიეთ და დაიდეთ მიღებული პასტა იღლიის ზონაზე. გაიჩერეთ 2-3 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.