ვისთვისაა ეპილაცია კატეგორიულად აკრძალული?
ვისთვისაა ეპილაცია კატეგორიულად აკრძალული?
ჭარბთმიანობა ბევრ ქალბატონს აწუხებს. დღეს უკვე დიდ პრობლემას არ წარმოადგენს არასასურველი თმის მოცილება, მაგრამ მოდით ვცადოთ ყველაზე ეფექტური საშუალება გამოვავლინოთ.

1. ელექტროეპილაცია

ყოველი არასასურველი თმა შორდება სპეციალური ნემსის საშუალებით, რომელშიც ელექტროდენი გადის. რამდენად მოსათმენი იქნება პროცედურა, მთლიანად დამოკიდებულია კლიენტზე. თუ ტკივილს ვერ იტანთ, სპეციალისტები გირჩევენ გაიყუჩოთ საეპილაციო ზონა.

პლუსები: ეპილაცია არ არის ძვირადღირებული პროცედურა და პრაქტიკულად თითქმის ყველა სალონში კეთდება. ეფექტურია ნებისმიერი ტიპის კანისა და თმისათვის. მათ შორის მუქი კანის მქონე ადამიანებისთვის.

მინუსები: ელექტროეპილაციის დროს ხდება კანთან უშუალო კონტაქტი, ეს დაინფიცირების რისკს ზრდის. პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან თითოეული ღერის მოშორება ცალ–ცალკე ხდება. ინტენსიური სიწითლე და გაღიზიანება დიდხანს არ გადის.

2. ფოტოეპილაცია


თმის მოცილების ეს მეთოდი დაფუძნებულია ინტენსიური მაღალიმპულსური შუქის წყაროს საშუალებაზე.

პლუსები: მეთოდი დანერგილია კლინიკებსა თუ სილამაზის ცენტრებში. ფოტოსპიშკები საშუალებას იძლევა მომენტალურად დამუშავდეს კანის დიდი უბნები. ფოტოეპილაციის შემდეგ თმა უფრო ნელა იზრდება და თხელი ხდება და პროცედურებს შორის დიდი ინტერვალია.

მინუსები: სამწუხაროდ ფოტოეპილაციის დროს შეუძლებელია მხოლოდ თმის ღერის მოშორება, გადახურების რისკის ქვეშ კანიც დგას, ამიტომ პროცედურის დროს დიდია დამწვრობის მიღების ალბათობა. არასასიამოვნო შედეგი შეიძლება პიგმენტური ლაქებიც იყოს. 5–6 პროცედურის შემდეგაც კი თმის ზრდის მხოლოდ დროებით შეჩერებას უნდა ელოდოთ. ფოტოეპილაცია არაეფექტურია მუქი კანის მქონე ადამიანებისთვის.

პროცედურა დაუშვებელია ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის, კანის მწვავე დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ვარიკოზის და ჰიპერტონული დაავადებების დროს. როგორც პროცედურამდე 1 თვით ადრე, ასევე პროცედურიდან 1 თვის მანძილზე გარუჯვა არ შეიძლება.

3. ლაზერული ეპილაცია

მეთოდი მოიცავს ლაზერის შერჩევით მოქმედებას თმის განსაზღვრულ სიგრძეზე და თმის მთლიან რეპროდუქციულ სისტემაზე. ნადგურდება თმის ბოლქვი. იმდენად რამდენადაც ლაზერი შერჩევითად მოქმედებს, თმის ირგვლივ კანი
არ ტრავმირდება და აქედან გამომდინარე, დამწვრობის რისკიც გამორიცხულია.

პლუსები: თმის გაქრობა სამუდამოდ რეკომენდებული კურსის ჩატარების შემდეგ. ლაზეროეპილაცია პრაქტიკულად უმტკივნეულოა, ამიტომ იდეალურია მათთვისაც, ვისაც არასასურველი თმის მოცილება განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილებში სურს. მაგალითად: ბიკინის ზონაში და იღლიებში.

მინუსები: ნებისმიერ ლაზერულ ეპილაციას აქვს უკუჩვენება ფეხმძიმობის და ლაქტაციის დროს. პროცედურის ჩატარება არ შეიძლება კანის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროსაც.
გისურვებთ წარმატებებს და პრიალა კანს!

თათია ბეჟიტაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(იანვრის ნომერი)
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საფუვრით დამზადებული 3 სუპერნიღაბი თმის სწრაფად ზრდისთვის
14:46 / 27-07-2016
თუკი გსურთ, სწრაფად გაიზარდოთ თმა, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ნიღბიდან რომელიმე და ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.
როგორ მოვიშოროთ ცხვირიდან შავი წერტილები? ამ პრობლემისგან ინდური საიდუმლო გაგათავისუფლებთ (+ვიდეო)
17:12 / 26-07-2016
ცხვირზე შავი წერტილების წარმოქმნის უამრავი მიზეზი არსებობს. ყველაზე გავრცელებულია - კანის არასწორი მოვლა, მავნე საკვები და ჰორმონალური ფონი.
"თხევადი ბომბა", რომელიც 7 დღეში წელს დაგიპატარავებთ
11:44 / 25-07-2016
ნებისმიერი დიეტის დაცვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მარტო იმას, რას ჭამთ, არამედ იმასაც, რასაც სვამთ.
ოქროს ნიღაბი თვალების ირგვლივ კანისთვის. მინუს 10 წელი 5 წუთში
12:21 / 15-07-2016
ეს ნიღაბი თვალების ქვეშ შავი წრეებს და შეშუპებას მომენტალურად ხსნის. რეცეპტი ინდოეთიდან მოდის, სადაც კურკუმას არა მხოლოდ სუნელად იყენებენ საკვებში, არამედ სილამაზისთვისაც.
მან აბაზანაში მდოგვის ფხვნილი ჩაყარა. ის, რაც ამით შეძლო, ყველა ქალის ოცნებაა...
14:50 / 05-07-2016
მდოგვის ფხვნილი რამდენიმე თეთრი ღირს, ამასთან, სილამაზისთვის შესანიშნავი პროდუქტია. ანტიოქსიდანტების წყალობით, მდოგვი აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას და კარგად ზემოქმედებს კანზე, თმაზე და ორგანიზმის მთლიან მდგომარეობაზე.
როგორ გავახალგაზრდავდეთ 5 წუთში: ეს ნიღაბი ლიფტინგის ეფექტით პლასტიკურ ქირურგიას სჯობნის!
13:05 / 05-07-2016
მათთვის, ვინც მუდმივად კომპლექსდება კანის დაბერების გამო, ჩვენ კარგი ახალი ამბავი გვაქვს! ეს სასწაულმოქმედი ნიღაბი ერთი ხელის მოსმით 10 წლით გაგაახალგაზრდავებთ!
მიირთვით ეს პროდუქტები და თქვენი კანი იდეალური გახდება!
13:06 / 04-07-2016
კანთან დაკავშირებული პრობლემები ყველასათვის კარგად ნაცნობი თემაა და როგორც წესი, ჩვენ მათ გადაჭრას კოსმეტოლოგის დახმარებით ვცდილობთ; ამასთან, არც კი ვუფიქრდებით, რომ სწორი კვება - ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.
მაკიაჟის 10 საიდუმლო, რომელიც კარგი იქნებოდა, რამდენიმე წლის წინ მცოდნოდა!
14:17 / 01-07-2016
ამ პატარა ხრიკების დახმარებით, დიდ დროს დაზოგავთ და მუდამ მომხიბვლელი იქნებით! ყველასათვის ცნობილია, რომ მაკიაჟის გაკეთება თვალებიდან იწყება, რადგან შემდგომ ტუშისა და ჩრდილების კვალის წაშლა მარტივი ხდება, არ ითხუპნება ტონალური კრემი.
გსურთ, გათავისუფლდეთ ჭაღარისგან? ჩვენ ვიცით უნიკალური მეთოდი!
15:59 / 28-06-2016
ჭაღარა, ძირითადად, 40 წლის შემდეგ ჩნდება. ეს შეიძლება გენეტიკით, სხვადასხვა დაავადებით ან სტრესით იყოს გამოწვეული. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს აიხსნება, როგორც ორგანიზმის მიერ მელანინის წარმოქმნის უნარის არქონა, რომელიც თმის ფოლიკულების შემადგენელი ნაწილია. შედეგად, თმა ფერს იცვლის.
აი, როგორ მოქმედებს ბანანის კანი გამონაყარზე: ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა აკნეს მოსარჩენად!
13:37 / 25-06-2016
აკნე - კანის გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც თან სდევს ჩირქი და ანთება. მის არასწორად მოშორების შემდეგ კანზე შეიძლება მოურჩენელი იარა დაგრჩეთ.
არქივის კალენდარი