ჭარბთმიანობა ბევრ ქალბატონს აწუხებს. დღეს უკვე დიდ პრობლემას არ წარმოადგენს არასასურველი თმის მოცილება, მაგრამ მოდით ვცადოთ ყველაზე ეფექტური საშუალება გამოვავლინოთ.
1. ელექტროეპილაცია
ყოველი არასასურველი თმა შორდება სპეციალური ნემსის საშუალებით, რომელშიც ელექტროდენი გადის. რამდენად მოსათმენი იქნება პროცედურა, მთლიანად დამოკიდებულია კლიენტზე. თუ ტკივილს ვერ იტანთ, სპეციალისტები გირჩევენ გაიყუჩოთ საეპილაციო ზონა.
პლუსები: ეპილაცია არ არის ძვირადღირებული პროცედურა და პრაქტიკულად თითქმის ყველა სალონში კეთდება. ეფექტურია ნებისმიერი ტიპის კანისა და თმისათვის. მათ შორის მუქი კანის მქონე ადამიანებისთვის.
მინუსები: ელექტროეპილაციის დროს ხდება კანთან უშუალო კონტაქტი, ეს დაინფიცირების რისკს ზრდის. პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან თითოეული ღერის მოშორება ცალ–ცალკე ხდება. ინტენსიური სიწითლე და გაღიზიანება დიდხანს არ გადის.
2. ფოტოეპილაცია
თმის მოცილების ეს მეთოდი დაფუძნებულია ინტენსიური მაღალიმპულსური შუქის წყაროს საშუალებაზე.
პლუსები: მეთოდი დანერგილია კლინიკებსა თუ სილამაზის ცენტრებში. ფოტოსპიშკები საშუალებას იძლევა მომენტალურად დამუშავდეს კანის დიდი უბნები. ფოტოეპილაციის შემდეგ თმა უფრო ნელა იზრდება და თხელი ხდება და პროცედურებს შორის დიდი ინტერვალია.
მინუსები: სამწუხაროდ ფოტოეპილაციის დროს შეუძლებელია მხოლოდ თმის ღერის მოშორება, გადახურების რისკის ქვეშ კანიც დგას, ამიტომ პროცედურის დროს დიდია დამწვრობის მიღების ალბათობა. არასასიამოვნო შედეგი შეიძლება პიგმენტური ლაქებიც იყოს. 5–6 პროცედურის შემდეგაც კი თმის ზრდის მხოლოდ დროებით შეჩერებას უნდა ელოდოთ. ფოტოეპილაცია არაეფექტურია მუქი კანის მქონე ადამიანებისთვის.
პროცედურა დაუშვებელია ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის, კანის მწვავე დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ვარიკოზის და ჰიპერტონული დაავადებების დროს. როგორც პროცედურამდე 1 თვით ადრე, ასევე პროცედურიდან 1 თვის მანძილზე გარუჯვა არ შეიძლება.
3. ლაზერული ეპილაცია
მეთოდი მოიცავს ლაზერის შერჩევით მოქმედებას თმის განსაზღვრულ სიგრძეზე და თმის მთლიან რეპროდუქციულ სისტემაზე. ნადგურდება თმის ბოლქვი. იმდენად რამდენადაც ლაზერი შერჩევითად მოქმედებს, თმის ირგვლივ კანი არ ტრავმირდება და აქედან გამომდინარე, დამწვრობის რისკიც გამორიცხულია.
პლუსები: თმის გაქრობა სამუდამოდ რეკომენდებული კურსის ჩატარების შემდეგ. ლაზეროეპილაცია პრაქტიკულად უმტკივნეულოა, ამიტომ იდეალურია მათთვისაც, ვისაც არასასურველი თმის მოცილება განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილებში სურს. მაგალითად: ბიკინის ზონაში და იღლიებში.
მინუსები: ნებისმიერ ლაზერულ ეპილაციას აქვს უკუჩვენება ფეხმძიმობის და ლაქტაციის დროს. პროცედურის ჩატარება არ შეიძლება კანის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროსაც.
გისურვებთ წარმატებებს და პრიალა კანს!
თათია ბეჟიტაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(იანვრის ნომერი)