ფრანგი ლამაზმანის, კატრინ დენევის სილამაზის საიდუმლოა - კვირაში 1-2-ჯერ სოდისა და მარილის აბაზანა.
წყალი ძალიან მლაშე და თბილი უნდა იყოს, მაშინ ეპიდერმისის უჯრედები მინერალური მარილებით სწრაფად გაიჟღინთება და ინფექციის ნებისმიერი კერა განადგურდება.
ერთი სიტყვით, კანის პრობლემისგან ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებთ!
სხვათა შორის, აბაზანა 10-15 წუთის განმავლობაში უნდა მიიღოთ. თვეში ერთხელ, აბაზანის შემდეგ სხეული სკრაბით გაიხეხეთ:
აიღეთ ახალმოდუღებული ყავის ნალექი, გააცივეთ, გაწურეთ და სხეულზე გაიჩერეთ. ამის შემდეგ თქვენი სხეულის კანი ჩვილის კანს არ ჩამოუვარდება.
კატრინ დენევის საყვარელი აბაზანა "კლეოპატრა"
თბილი წყლით სავსე აბაზანაში ჩაყარეთ ჭიქა-ნახევარი ზღვის მარილი. და ნახევარი ჭიქა საკვები სოდა. ჩაასხით 1/2 ჭიქა რძის კოქტეილი (თბილ რძეში ან ნაღებში დაამატეთ 5 წვეთი ფორთოხლის ან ჩაის ხისა და გრეიპფრუტის ეთერზეთები), შემდეგ ენერგიულად ათქვიფეთ პლასტიკატის ჩანგლით, სანამ მარილის კრისტალები არ გაიხსნება.