ინდოეთი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ქვეყანაა. ამ ქვეყნის მცხოვრებლები განსაკუთრებით კარგად ფლობენ ადამიანის სხეულის ენას. შესაძლოა, ამიტომაც არის, რომ ინდოელი ქალები ასეთი ეგზოტიკური სილამაზით გამოირჩევიან.
მიუხედავად ინდოეთის ცხელი კლიმატისა, მათი კანი სისუფთავითა და სინაზით გამოირჩევა.
ინდოელი ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას კანის გაწმენდას აქცევენ. ცხელი კლიმატის პირობებში კანი ზედმეტად ცხიმიანდება და შესაბამისად, მალე ჭუჭყიანდება.
ლიმონი - ყველაზე ეფექტური საშუალებაა სწორედ ცხიმიანი კანის მოსავლელად. გაიკეთეთ ლიმონისა და ხაჭოს ნიღაბი. ერთ სუფრის კოვზ ხაჭოს შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. დაიდეთ სახეზე, რამდენიმე წუთში კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გაფართოებულ ფორებს ღრმად გაასუფთავებს და შეკრავს კვერცხის ცილა. ათქვეფილი ცილა დაიდეთ სახეზე 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, რომელშიც ლიმონის წვენი იქნება დამატებული.
თუ მშრალი კანი გაქვთ, ვარდის ნაზი ფურცლები მოგიხდებათ. ქვაბში ჩაასხით 100 მლ რძემჟავა და ჩაყარეთ 50 გრ ვარდის ფურცელი. ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ ნახარში და გააჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. დაიდეთ სახეზე ნიღაბი, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და ჩამოიბანეთ.
ინდოელ ქალებში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისგან მომზადებული ნიღბები.
გთავაზობთ ორ მარტივ რეცეპტს:
- დაჭერით ძალიან წვრილად ან გაატარეთ პომიდორი, კიტრი და გოგრა, აურიეთ, დაიდეთ სახეზე რამდენიმე წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- დაჭერით ძალიან წვრილად ან გაატარეთ ქლიავი ან გარგარი, დაიდეთ სახეზე, 10 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ ასევე თბილი წყლით.
უკვე გითხარით, რომ კვერცხის ცილა საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა, თუმცა გულსაც ნუ გადააგდებთ. დაუმატეთ მას თაფლი. დაიდეთ 20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
იმისათვის, რომ კანი ნაზი და გლუვი ჰქონდეთ, ინდოელი ლამაზმანები იღებენ მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტების აბაზანებს - მაგალითად, მცენარეული ზეთის, თაფლის, უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი რძის.