სასარგებლო და შეუცვლელი - Marao

სასარგებლო და შეუცვლელი

2011-03-18 11:32:59+04:00

ზოგიერთ პროდუქტს იშვიათად ან საერთოდ არ ვყიდულობთ. გავიხსენოთ თუნდაც ხილი ან ბოსტნეული, რომლის ჭამასაც მშობლები გვაიძულებდნენ, ჩვენ კი არ გვინდოდა.

სამწუხაროა! ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობას ექიმის რეცეპტის გარეშეც ამაგრებს. ასეთი პროდუქტების სარგებლიანობა წლობით კი არა, ზოგჯერ საუკუნეებითაც არის გამოცდილი.

ვიტამინებით სავსეა ეგზოტიკური კივი, იგი უკანასკნელ წლებში ჩვენი მაღაზიებისა თუ ბაზრის დახლების არცთუ იშვიათი სტუმარია. კივი დღეში C ვიტამინის ნორმას მიგვაღებინებს, რომელიც ასე აუცილებელია იმუნური სისტემისთვის, სისხლძარღვებისთვის, ამაღლებს ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობას, ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში.

გარდა ამისა, კივი შეიცავს ბევრ მაგნიუმს, მინერალურ მარილებს, კალიუმს, უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას და არეგულირებს საჭმლის მონელებას.

რიგით მეორე სასარგებლო პროდუქტი გახლავთ შტოში. ეს კენკროვანი შეუცვლელია გაცივების დროს - მას აქვს სიცხის დამწევი მოქმედება, მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს კლავს ვირუსებს. ამ კენკროვანი ხილის მიღება

სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის, ამაგრებს ღრძილებს, აძლიერებს კუჭისქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ მოქმედებას.

ქიშმიში სასარგებლო პროდუქტია და ჯანმრთელობისთვის ბევრი აუცილებელი თვისება გააჩნია. ქიშმიში ამაგრებს ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს გაბრაზების ნიველირებას, ამაგრებს გულს. ქიშმიში შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აჩერებს კარიესის გამომწვევი ბაქტერიების ზრდასა და ღრძილების დაავადებას.

სიას აბოლოებს ბროკოლი. იგი შეიცავს C, PP, K, U ვიტამინებსა და ბეტა-კაროტინს. ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ბროკოლიში 2,5-ჯერ მეტია, ვიდრე ციტრუსებში. გარდა ამისა, ბროკოლი მინერალური ნივთიერებების ფასეული წყაროა, მასში არსებული კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, ნატრიუმით და რკინით იგი კონკურენციას უწევს უახლოეს ნათესავს - ყვავილოვან კომბოსტოს და მასზე ორჯერ მეტ მინერალურ მარილებსა და ცილას შეიცავს.

ბროკოლი მდიდარია სელენიუმით და ამის გამო, კიბოსთან მებრძოლის სახელიც დაიმკვიდრა. დაბოლოს, ვისაც სიმსუქნე აწუხებს, გაფრთხილებთ, რომ ბროკოლის კალორიულობა 100 გრამზე, სულ რაღაც 30 კილოკალორიას შეადგენს.