ატარეთ და არ გაცვითოთ ახალი ფეხსაცმელი ჩაცმამდე, სისველის დამცავი საშუალებით დაამუშავეთ.
თუ ერთსა და იმავე ფეხსაცმელს ზედიზედ ორ დღეს ატარებთ, იგი გააშრეთ -დაგროვილი სინოტივე ჩექმასა და ფეხსაცმელს ფორმას დაუკარგავს.
ფეხსაცმელი ოთახის ტემპერატურაზე უნდა გააშროთ, არ მოათავსოთ იგი რადიატორის ქვეშ. ფეხსაცმლისთვის ეს ძალიან მავნებელია -ზედაპირი ზედმეტად გაშრება და შეიძლება დასკდეს.
დროდადრო ფეხსაცმელი დაამუშავეთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით. შეიძინეთ თქვენი ზომის ფეხსაცმელი. თუ ფეხსაცმელი გიჭერთ, ფეხის თითები დეფორმირდება და კოჟრები გაჩნდება.
ერთი ზომით დიდი ფეხსაცმლის ტარება კი ულაზათოა და დისკომფორტს შეგიქმნით, მაგრამ თუკი მაინც ზომით მეტი ფეხსაცმელი შეიძინეთ, შიგ სპეციალური ღაბაში (”სტელკა”) ჩააფინეთ.
დროდადრო აუცილებლად გამოცვალეთ ქუსლსაკრავი.
ყოველი ფეხსაცმლის მასალას თავისებურად უნდა მოვლა.
ტყავი
გლუვი ტყავი გაწმინდეთ ჩვრით ან ღრუბლით. ფეხსაცმლის მოვლისას გამოიყენეთ ჯაგრისი და სპეციალური დამცავი კრემი. ფეხსაცმლის გასაპრიალებლად იხმარეთ უფერო საშუალება.
ნატი
ნატი ჩვეულებრივ ტყავზე უფრო ”ნაზი” და ჭირვეული მასალაა და მის მოვლას მეტი ყურადღება მიაქციეთ. ნატის ფეხსაცმლისთვის რეზინის ჯაგრისი გამოიყენეთ. თუკი ფეხსაცმელი ძალიან ჭუჭყიანია, უმჯობესია იხმაროთ ოდნავ სველი ჩვარი და სპეციალური გამწმენდი ქაფი.
გალაკული ტყავი
ლაკის ფეხსაცმელი ძალზე ეფექტურია, მაგრამ ამავე დროს, ძალზე სათუთად სახმარი -მასზე ნათლად ჩანს ოდნავი განაკაწრიც კი. ლაკის ფეხსაცმელი უნდა გაწმინდოთ საპნიანი წყლით და ღრუბლით ან სპეციალური საშუალებებით -ფეხსაცმლის ზეთითა და ბალზამით.
პრიალა ფეხსაცმლიდან ლაქა შემდეგნაირად მოაცილეთ -გამოიყენეთ მანიკიურის მოსაცილებელი უაცეტონო ლაკი.
ხელოვნური ტყავი
ნატურალურ ტყავზე გაცილებით იოლია სინთეტიკური მასალის მოვლა. ხელოვნური ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმელი გაწმინდეთ სველი ჩვრით ან ღრუბლით. თუ გსურთ, რომ თქვენმა ფეხსაცმელმა იპრიალოს, გამოიყენეთ სპეციალური პოლიროლი -გასაპრიალებელი საშუალება.
როგორ შევინახოთ ფეხსაცმელი
მოათავსეთ მშრალსა და სუფთა ადგილზე.
ნუ გადააგდებთ ფეხსაცმლის ყუთს. უმჯობესია, შიგ ჩადოთ და ისე შეინახოთ. ფეხსაცმელმა ფორმა რომ არ დაკარგოს, გამოიყენეთ ხის მსხვილი წკირი, მაგრამ არა დიდი ზომის, რათა ფეხსაცმელი არ გაიფლაშოს და გაიწელოს.