შოკოლადის ნიღაბი სხეულს მატებს ტონუსს და კურნავს ცელულიტისგან. ამჯერად საჭიროა არა ტკბილი შოკოლადი, არამედ კაკაოს ფხვნილი ან მწარე შავი შოკოლადი, რომელიც შაქარს არ შეიცავს. ის ძალიან კარგია კოსმეტიკური პროცედურებისთვის.
ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი (ან გამოიყენეთ კაკაოს ფხვნილი), დაუმატეთ დღის მკვებავი კრემი. კარგია თუ ნუშის ზეთსაც შეურევთ.
შეგიძლიათ აურიოთ ატამი, ბანანი, გარგარი. თუ საკმარისი პროდუქტი არ გაქვთ, მაშინ მასა მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე წაისვით (ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელ ტანზე).
ჟურნალი ”და ქალი”
(გამოდის თვის დასაწყისში)