ლიმონი ქერა თმას იცავს - გაანებივრეთ თმა შინაურ პირობებში
ლიმონი ქერა თმას იცავს - გაანებივრეთ თმა შინაურ პირობებში
მართალია, თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებები თითქმის უნივერსალურია და ნებისმიერი ტიპის თმის მოვლას იოლად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ, მაგრამ ბუნებრივ ინგრედიენტებს თავისი უპირატესობები აქვს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი თითქმის არ აზიანებენ თმას და თავის კანს.

ბუნებრივი ბალზამები, შამპუნები, ნიღბები თმისთვის

გადასავლებ წყალში ლიმონის წვენის ჩამატება ქერა თმას აცოცხლებს, ხოლო 30 მლ (2 სუფრის კოვზი) ვაშლის ძმარი - ნებისმიერი ფერის თმას ფაფუკს ხდის.

თუ თმა პრობლემურია, მისი მკურნალობა ბალახის ბალზამით შეიძლება. ცხიმიანი თმისათვის გამოიყენება ავშანი, თუ თმა ცუდად იზრდება ან ცვივა - ჭინჭარი, თუ დაელექტროებისაკენ აქვს მიდრეკილება - როზმარინი, თუ თავის კანზე ქავილი შეიგრძნობა - ლავანდა.

ბალზამის მომზადების წესი: 2 სუფრის კოვზ ნედლ ან 1 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს 600 მლ ადუღებული წყალი დაასხით. მოურიეთ და 3-4 საათი გააჩერეთ, გაწურეთ, შეათბეთ და თავის დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ.

თმის ძირების გასამაგრებლად ეფექტურია ოხრახუშის ფოთლების ფაფა. ოხრახუშის ფოთლები მიქსერში დააქუცმაცეთ და მცირე რაოდენობით თბილ წყალში გააზავეთ. მიღებული ფაფა თმაზე დაიდეთ და პოლიეთილენის თავსაფრით შეიხვიეთ. ერთი საათის შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

ვიტამინის ბალზამი

20 გრ ხახვი, 20 გრ ნიორი, 20 გრ ლიმონის წვენი, 20 გრ თაფლი და 20 გრ მაიონეზი მიქსერით ათქვიფეთ. მიღებული მასა მაცივარში შეინახეთ.

კვირაში ერთხელ ამ კრემით თავის კანი კარგად დაიზილეთ, პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ. 3-4 საათის შემდეგ თმა ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ.

სტაფილოს შამპუნი

1 კვერცხის გული, 20 გრ ზეთი, 20 გრ ლიმონის წვენი და 4 სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი ერთმანეთში კარგად აურიეთ. შამპუნის ნაცვლად თმა ამ ნაყენით დაიბანეთ.

ნიღაბი

კომბოსტოსა და ატმის წვენის ნაყენი თმას ამაგრებს. 2 სუფრის კოვზი კომბოსტოსა და 2 სუფრის კოვზი ატმის წვენი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ კვერცხის გული, 20 გრ კონიაკი და 20 გრ თაფლი.

ნიღაბი თმაზე წაისვით, პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ. 2 საათის შემდეგ ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ. ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ. თერაპიული კურსი 2-3 თვე გრძელდება.

ერთი კვერცხის გულს ნახევარი ლიმონიდან გამოწურული წვენი და რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი დაუმატეთ, თმის ძირებზე წაისვით და 20 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
კომენტარები (5)
ნატია
უკაცრავად შროშანი მცენარეა??ტუ რაა?ტმის ცვენა მაწუხებს იკნებ გამცეთ პასუხი
მარიკა
ნონა,20 გრამი არის 1ს.კოვზი + 1ჩ.კოვზი
ნონა
20გრ. რამდენია??1 სადილის კოვზი თუ მეტი???მაინტერესებს მითხარით რა...
ნააააათ
ეს შამპუნია?
ნატაშკა
ერლთ ძალზე მარტივ საშუალებას ვასწავლი ყველას, ვისაც თმის ცვენის პრობლემა აქვს. გამოიყენეთ "შროშანი" (ყველა აფთიაქში იყიდება და არც ძვირი ღირს), ეფექტში მალე დარწმუნდებით. და კიდევ _ ამ ფირმას ნამდვილად არ ვუწევ რეკლამას. ისიც არ ვიცი, ვისია.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
უებარი პიტნა ღრძილების სამკურნალოდ და სახის კანის მოსავლელად
15:09 / 15-04-2014
კურნავს ღრძილებს: პიტნის ნაყენში დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ძმარი ან ლიმონის წვენი. გამოივლეთ პირში კბილების გახეხვის შემდეგ.
მარტივად მოსამზადებელი სკრაბები იდეალური უკანალისთვის
12:36 / 15-04-2014
მამაკაცები თვლიან, რომ ქალის უკანალი – სხეულის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ნაწილია. იმისათვის, რომ ეს ნაწილი ასეთივე მომხიბვლელი დარჩეს, მისი მოვლაა საჭირო.
კრიოსკულპტორი "ზელტიკისგან" - ინოვაციური მეთოდი ცხიმების შესამცირებლად,  ქირურგიული ჩარევის გარეშე
12:10 / 15-04-2014
"იდეალური ფიგურა, ვარჯიშის, დიეტისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე", - ეს ფრაზა ოცნებას ჰგავს და არარეალურადაც შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ასრულებადი და საკმაოდ რეალური კლინიკა "მედი"-შია.
პრიალა  ფეხები ზაფხულისთვის
12:53 / 14-04-2014
აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალი განსაკუთრებულად ემზადება ქორწილისთვის. ერთ-ერთი აუცილებელი ტრადიცია, რომელიც უხსოვარი დროიდან დღემდე უცვლელად არსებობს, მთელი ტანიდან თმის მოცილებაა.
სალონური პროცედურების ეფექტის მქონე ლიფტინგ-ნიღბები სახისთვის – ასწორებს ღრმა ნაოჭებსაც კი
11:00 / 12-04-2014
1. ნაოჭების გასწორების არაჩვეულებრივი ეფექტი, რომელიც არანაირად არ ჩამოუვარდება სალონურ პროცედურებს, შეგიძლიათ მიიღოთ ერთი ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილისა (სახამებლის) და ბანანის რბილობის ნიღბით.
რომელი პროდუქტები უნდა შედიოდეს ლამაზი ქალის რაციონში?
12:00 / 11-04-2014
1. სტაფილო. ეს ნარინჯისფერი ლამაზმანი ბეტა-კაროტინის ნამდვილი საბადოა, რაც უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს.
უნიკალური გამაახალგაზრდავებელი ელექსირი – აქრობს ჭაღარასაც კი!
11:36 / 11-04-2014
ადამიანის ასაკს ყოველთვის პლუს-მინუს 1-2 წლით ვსაზღვრავდი. ერთხელ სტუმრად ყოფნისას ქალბატონი გავიცანი. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მაქსიმუმ 35 წლის იქნებოდა, თუმცა საუბრისას აღმოჩნდა, რომ ქალბატონი 46 წლის იყო!!!
92 წლის დონა მარია ჯილოს რჩევები - "როგორ დავრჩეთ ახალგაზრდა?"
14:04 / 10-04-2014
დონა მარია ჯილო 92 წლის არის. ის მინიატურულია და ძალიან ელეგანტური. დილის 8 საათზე უკვე გამოწყობილია, ვარცხნილობა გაკეთებული აქვს და მიუხედავად სუსტი მხედველობისა, დახვეწილი მაკიაჟიც სულ აქვს გაკეთებული.
ინტიმურ-ლაზერული გაახალგაზრდავება - ახალი ბუმი თბილისში
10:37 / 10-04-2014
ბოლო დროს უცხოელი ვარსკვლავები უარს ამბობენ პლასტიკურ ქირურგიაზე და უპირატესობას ბუნებრიობას ანიჭებენ.
ორიგინალური ვარცხნილობა შენი ხელით 2 წუთში (+ფოტოგაკვეთილი)
15:05 / 09-04-2014
დაგჭირდებათ რეზინის თმის გადასაჭერი (ე.წ. აბადოკი) და გრძელი თმა (მინიმუმ მხრებამდე).
არქივის კალენდარი
«« აპრილი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234