შუგარინგი: როგორ მოვიშოროთ ზედმეტი თმა სახლის პირობებში?
შუგარინგი: როგორ მოვიშოროთ ზედმეტი თმა სახლის პირობებში?
არსებობს უამრავი მეთოდი, რომელიც სახლის პირობებში ეპილაციის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ყველა მათგანს არ აქვს ის თვისებები, რაც შუგარინგს. დღეს გასწავლით, როგორ ჩაიტაროთ ეს პროცედურა სახლში...
რითია კარგი?

შუგარინგი (მარტივად რომ ვთქვათ, ეპილაცია შაქრით) არა მარტო გაცილებთ თმას ძირიანად, არამედ ასეთი ეპილაციის შემდეგ ძალიან ნელა იზრდება. ბიოეპილაციის ლიდერ, ცვილისგან განსხვავებით, შაქრის ეპილაცია ბევრად კომფორტულია როგორც თავად პროცედურის დროს, ასევე მის შემდეგაც - მას ნაკლები მოვლა სჭირდება.

პლუსები აშკარაა:

პირველ რიგში, შაქრისა და წყლის ფორმულა არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს. ამიტომაც შუგარინგი ნებისმიერი ტიპის კანისთვის არის მისაღები, ყველაზე მგრძნობიარესა და ალერგიისკენ მიდრეკილისთვისაც კი. ეპილაციის პროცესში შაქარი არ ეკვრის კანს და მხოლოდ თმას ეჭიდება, რაც გამორიცხავს კანის გაღიზიანებას, როგორც პროცედურის განმავლობაში, ასევე მერეც.

მეორე - შაქრის სიროფი ადვილად ჩამოიბანება ჩვეულებრივი წყლით. თქვენ არ დაგჭირდებათ არანაირი დამატებითი კოსმეტიკური პროცედურა კანის გასასუფთავებლად.

მესამე - კარგი სიახლე მათთვის, ვისი კანიც თმის ჩაბრუნებისკენ არის მიდრეკილი. სწორად გაკეთებული შაქრის ეპილაციის შემდეგ თმა არ ბრუნდება.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი: პროცედურისთვის მასის მომზადება თავად შეგიძლიათ.
როგორ მოვამზადოთ?

ერთი პროცედურისთვის თქვენ დაგჭირდებათ: 2 ჭიქა შაქარი, 1/4 ლიმონის წვენი და 1/4 წყალი. ჩაყარეთ შაქარი დიდ ქვაბში (უმჯობესია, თუ ქვაბი მომინანქრებული იქნება), დაამატეთ ლიმონის წვენი და წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და გაუჩერებლად ურიეთ იქამდე, სანამ მასა არ გაყავისფრდება.

არ დაუშვათ, რომ შაქარი დაიწვას! 8-10 წუთის შემდეგ გადაასხით მასა პლასტმასის კონტეინერში და გააცივეთ. ფრთხილად დაიდეთ ცოტაოდენი სიროფი თითზე - თუ ის არ ჩამოიღვენთა და მასით შეძელით პატარა ბურთულის გაკეთება, ესე იგი, თქვენ ყველაფერი სწორად გააკეთეთ.

სხვათა შორის, თუ გსურთ, რომ გააკეთოთ სიროფის მარაგი, 1 კგ შაქარს დაასხით 7 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 8 სუფრის კოვზი წყალი. ეს მასა თქვენ მთელი 3-4 თვე გეყოფათ შუგარინგის სისტემატურად გასაკეთებლად. გამოყენების წინ საკმარისია, ის შეათბოთ მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.

მნიშვნელოვანია! თმის სიგრძე 3-5 სანტიმეტრი უნდა იყოს. ცვილისგან განსხვავებით, რომლისთვისაც უმჯობესია, რომ თმა გრძელი იყოს, შაქარი "უპირატესობას ანიჭებს" მოკლე თმას.

გამოყენების ინსტრუქცია

1. პროცედურის დაწყებამდე კანი ტალკით დაიმუშავეთ. სიროფი დაიდეთ თმის მიმართულებით!

2. პროცედურის გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გრძლად დაჭრილი ქსოვილი ან გაიკეთეთ ეპილაცია ხელით. თუ ახალბედა ხართ ამ საქმეში, უმჯობესია, პროცესი ქსოვილს მიანდოთ.

3. დააკარით ქსოვილის მოგრძო ნაჭერი კანზე წასმულ მასას მჭიდროდ, ნაპირები დაუტოვეთ თავისუფალი იმისათვის, რომ მოსახერხებელი იყოს ასახევად. გამოიყენეთ ქსოვილის პატარა ნაჭრები სწრაფი და მოსახერხებელი ეპილაციისთვის.

4. ერთი ხელით დაიკავეთ კანი, მეორეთი კი აახიეთ ქსოვილი. არ აქაჩოთ მაღლა ან გვერდზე.

5. არ ჩაიტაროთ პროცედურა აბაზანაში, იმისათვის, რომ წყალი არ მოგხვდეთ კანზე ან სიროფში.

ექსპერტის რჩევები

ეპილაციის შემდეგ შაქრის ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი შხაპით.
როცა კანი გაშრება, დაიმუშავეთ ის დამამშვიდებელი საშუალებებით. შემდეგ დღეებში გამოიყენეთ დეზოდორანტები და კრემები, რომლებიც ანელებენ თმის ზრდას.

თუ ეპილაცია იღლიაში გაიკეთეთ, რამდენიმე დღე მოერიდეთ ანტიპერსპერანტის გამოყენებას - გამოიყენეთ მხოლოდ ტალკი.

ფეხების ეპილაციის შემდეგ კანი შეგიძლიათ ფრთხილად დაიმუშავოთ პემზით. ის მოგაცილებთ დარჩენილ თმას, ახალი ამოსული თმა კი უფრო ნაზი იქნება.

არ გაიკეთოთ შაქრის ეპილაცია წარბისა და ბაკების მიდამოებში, ასევე, დაზიანებულ კანზე.

შუგარინგი იდეალურია ისეთი დელიკატური ზონისთვისაც, როგორიც არის ბიკინი.

თუ შუგარინგისთვის მომზადებული მასა თხელია, ესე იგი, თქვენ ბევრი წყალი მოგივიდათ.
კომენტარები (58)
თეონაა
აუ ლიიმონი როარუუქნა ??:D იზამს რამეეს?
კატო
ნონა,მე მაქვს მგრძნობიარე კანი. ბაკებს ვიკეთებ და მშვენიერი შედეგი მაქვს. არანაირი გაღიზიანება. უბრალოდ დამამშვიდებელ კრემს ვისვამ დეპილაციის შემდეგ :)))
ეთო
3-5 სანტიმეტრი? :D ტყეს კი არ ვაკფავთ
ანუკი
აუ ბაკების მიდამოებში მჭირდება და როგორ ოვიქცეე??
ნინი :))
წყალი და ლიმონი იმ ჭიქის ერთი მეოთხედი რომლითაც შაქარს ჩავყრით?
ფასი:  1500 $
ფასი:  3300 $
ფასი:  4000 $
ფასი:  4000 $
ფასი:  8500 $
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
სასწაულმოქმედი ნაყენი, რომელიც ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ
15:27 / 01-10-2014
ეს უნიკAლური ნაყენი ნამდვილად გამორჩეულია, რადგან უცხოურ საიტებსა თუ ფორუმებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლოებები
11:36 / 01-10-2014
იაპონელი ქალის ნაზი, გამჭვირვალე და ფაქტობრივად, ფაიფურის კანი, მინიატურული სხეული და მოხდენილი ფორმები – მთელ მსოფლიოში აღფრთოვანებას იწვევს.
ტიბეტური ჩაი - დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის საიდუმლო
14:39 / 30-09-2014
სასურველია, მიირთვათ დილით, უზმოზე და საღამოს.
5 საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკი
11:15 / 30-09-2014
პირშუშხა - ძლიერი ბიოლოგიური ანტიბიოტიკია, რომელიც პირის ღრუში, ცხვირსა და ხახაში არსებულ ბაქტერიებს ებრძვის.
სახეზე ფორების  გასაქრობი ჯადოსნური ნიღაბი
10:18 / 29-09-2014
დაგჭირდებათ: 2 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ თაფლი და ზეითუნის ზეთი.
კვერცხის მალამოს მომზადების ფანტასტიკური რეცეპტი სხვადასხვა დაავადებებისთვის
12:49 / 28-09-2014
მოტეხილობის, ნაღრძობის და სახსრების ტვივილის დროს დაგეხმარებათ ქათმის კვერცხის მალამო. მომზადების წესით და ეფექტურობით ფანტასტიკური რეცეპტი!
მოკლე და ეფექტური ვარჯიშები დაღლილობის მოსახსნელად
12:34 / 28-09-2014
1. 3-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.
იაპონური ლიფტინგ-ნიღაბი ჯანჯაფილით
16:53 / 27-09-2014
დაგჭირდებათ: 1 ჩაის კოვზი გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი.
მარტივი რეცეპტი თმისთვის ბზინვარებისა და მოცულობის მისანიჭებლად
12:19 / 27-09-2014
ეს საუკეთესო რეცეპტია თმის გასაძლიერებლად, ბზინვარებისა და მოცულობის მისაცემად.
ცხელი სახვევი – სხეულის პრობლემურ ადგილებზე სანტიმეტრების მოცილების რადიკალური მეთოდი!
11:34 / 26-09-2014
თქვენ დაგჭირდებათ:ერთი რულონი საკვების შესაფუთი ცელოფანი;წიწაკის შემცველი ნებისმიერი მალამო (იყიდება აფთიაქში და ძალიან იაფია);
არქივის კალენდარი
«« ოქტომბერი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12