როგორ მოვუაროთ პრობლემური სახის კანს?
როგორ მოვუაროთ პრობლემური სახის კანს?
თუკი ძვირადღირებული კოსმეტიკისთვის ფული არ გრჩებათ, სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები კი მრავლად გაქვთ, მაშინ ბებიების სკივრიდან ამოღებულ რეცეპტებს გაეცანით.

1) თუ ფორებიანი კანი გაქვთ და გამონაყარიც ხშირად გიჩნდებათ, შემდეგი ნიღაბი მოამზადეთ: 1 ს/კ შვრია და 1/2 ჩ/კ სოდა გააზავეთ წყლით ან რძით და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 25 წუთი. ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით და წაისვით მკვებავი.

2) სახის კანის ტონუსის ასამაღლებლად 2-2,5 ს/კ მარილი გახსენით 1 ლიტრ მდუღარე წყალში და ამ ნაზავით გაიწმინდეთ სახე, შემდეგ მკვებავი წაისვით.

3) იმისათვის, რომ სახეზე გამონაყარი გაქრეს და კანი გადაიჭიმოს, გამოიყენეთ კვერცხისა და თაფლისაგან მომზადებული ნიღაბი. 3 კოვზი თაფლი და 2 კვერცხის გული კარგად აზილეთ და გააჩერეთ 8 საათი ოთახის ტემპერატურაზე.

ამ ნიღბის გამოყენებამდე დაიორთქლეთ სახე. ნიღაბი გაიჩერეთ 15-20 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4) თუ გსურთ სახის კანის გათეთრება, კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე (გამოყოფილი წვენი არ გადაღვაროთ). მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე 20 წუთით. ნიღბის მოშორება სასურველია დარჩენილ წვენში დასველებული ბამბის ტამპონით.

5) გახეხეთ მჟავე ვაშლი და შეურიეთ 1 ჩ/კ სახამებელი. დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი.

6)უ ფორები გაქვთ გაფართოებული, მოგიხდებათ შავი პურისგან მომზადებული ნიღაბი: 150 გრ. შავ პურს დაასხით მდუღარე წყალი და გააცივეთ. მომზადებული ფაფა დაიდეთ სახეზე 10-15 წუთით.

7) ნიღაბი გამაახალგაზრდავებელი ეფექტით -დასრისეთ ბანანი, დაუმატეთ 1 ჩ/კ სახამებელი, კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი.

8) თუ მშრალი კანი გაქვთ, 1 ნაჭერ ჭვავის პურს დაასხით ცხელი რძე, გააჩერეთ რამდენიმე წუთით, დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი, 1 კვერცხის გული, 1 ამპულა ვიტამინი A, კარგად აურიეთ და მიღებული მასა 20 წუთი გაიჩერეთ სახეზე.

9) თუ კომბინირებული სახის კანი გაქვთ, ჭვავის პურის ნაჭერს დაასხით რძე, დაუმატეთ თითო ს/კ ზეითუნის ზეთი და თაფლი. გაიჩერეთ სახეზე 20 წთ.

10) ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის შემდეგი ნიღაბი გამოგადგებათ: თეთრი პურის რბილობს დაასხით 1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო და გააჩერეთ 24 საათით. მიღებული მასა გაწურეთ დოლბანდში. ამოავლეთ ბამბის ტამპონი სითხეში და გაიწმინდეთ სახის კანი დღეში რამდენჯერმე.

11) მათეთრებელი ნიღაბი. ხორბლის პურის 2-3 ნაჭერს დაასხით რძე, როცა პური გაფუვდება, დაუმატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. ნიღაბი სახეზე 30 წუთი გაიჩერეთ. ეს ნიღაბი სასურველია რძითვე ჩამოიბანოთ.

12) ვიტამინიზირებული ნიღაბი ამდიდრებს კანს ვიტამინებითა და მინერალებით. ჭინჭრის ნახარშს დაუმატეთ გახეხილი სტაფილო. მიღებულ მასაში ჩააწყვეთ ჭვავის პურის პატარა ნაჭრები და შემდეგ დაიდეთ სახეზე. პროცედურის ხანგრძლივობა 15 წთ-ია. ნიღბის მოშორების შემდეგ აუცილებელია მკვებავის წასმა.

13) გამწმენდი ნიღაბი. 100 გრ. ქატოს პური დალბეთ თბილ წყალში, დაუმატეთ 2-3 ს/კ არაჟანი, გააჩერეთ მცირე ხნით და მასა წაისვით სახეზე თითების წრიული მოძრაობით. გაიჩერეთ 5 წუთი და ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

14) დამატენიანებელი ნიღაბი ნორმალური კანისთვის:
1 ჩ/კ შვრია, 5 წვეთი ლიმონი და 50 მლ მინერალური წყალი აურიეთ ერთმანეთში და გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ მინერალური წყლით.

15) ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 2 ჩ/კ თაფლს შეურიეთ 50 მლ მინერალური წყალი. წაისვით სახეზე და 10 წუთში ჩამოიბანეთ. (შეიძლება მინერალური წყლითაც)

16) ლოსიონი პრობლემური კანისთვის
. (ფარავს ფორებს, ებრძვის გამონაყარს). 1 ჭიქა მინერალურ წყალში გააზავეთ ნახევარი ლიმონის წვენი და დაუმატეთ 1 ჩ/კ გლიცერინი. შეინახეთ ლოსიონი მაცივარში. გამოიყენეთ დილას და საღამოს.

17) ნიღაბი კანის დაბერების წინააღმდეგ: 1 ჩ/კ ფქვილი, 50 გრ. საფუარი, 1 ჩ/კ შაქარი და 1 ჭიქა მინერალური წყალი კარგად აურიეთ, მიღებული მასა 3 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. ნიღაბი სახეზე 20 წუთზე მეტხანს არ გაიჩეროთ. მისი გამოყენება შეიძლება კვირაში 2-3 ჯერ 4-5 კვირის განავლობაში.

18) უნივერსალური ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის.
1 ჩ.კ თაფლი, 1 ჩ/კ გლიცერინი, 2 ჩ/კ შვრია აურიეთ ერთმანეთში, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ და შემდეგ სახე მინერალური წყლით გაიწმინდეთ.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ამერიკასა და ევროპაში აპრობირებული უახლესი და უნიკალური ლაზერული გაახალგაზრდავებისა და ეპილაციის მეთოდი უკვე საქართველოში!
16:17 / 29-01-2015
ნაადრევი დაბერების პრევენციის ყველაზე აქტუალურ მეთოდად კვლავ ლაზერული გაახალგაზრდავების პროცედურაა მიჩნეული.
კრემი, რომელიც ხელების მოვლის ყველა ძვირად ღირებულ საშუალებას ჩაანაცვლებს
10:00 / 29-01-2015
ეს კრემი საუკეთესოა გამომშრალი, ნახეთქებიანი და მობერებული ხელებისთვის, მას შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი და აღმდგენი ეფექტი აქვს.
სუფთა და მბრწყინავი კანი 5 წუთში! რეცეპტი, რომელიც საოცრებებს ახდენს, თითქმის უფასოდ...
16:19 / 26-01-2015
ქალბატონებო, არსებობს საშუალება, რომელიც ხელის ერთი მოსმით კანის უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ. მას ქოქოსის კარაქი ჰქვია!ეს ბუნებრივი საშუალება მართლაც საოცარია კანისთვის. ის ატენიანებს კანს, ასწორებს ნაოჭებს, აუმჯობესებს კანის ფერს და ათანაბრებს მის ზედაპირს.
როგორ შევინარჩუნოთ წლების მატებასთან ერთად ჯანმრთელობა, სილამაზე და ახალგაზრდობა?
10:54 / 26-01-2015
წარმოიდგინეთ თქვენი თავი 30, 40, 50 (და ა.შ.) წლის ასაკში, როგორი გინდათ, რომ იყოთ. სასურველია, ჯანმრთელი, ლამაზი იყოთ და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. ამისათვის კი დღეიდანვე უნდა იზრუნოთ.
მხოლოდ 1 ავოკადო დღეში და ქოლესტერინი სამუდამოდ დაგავიწყდებათ
14:43 / 24-01-2015
ბოლო დროს გაჩნდა საფუძვლიანი მოსაზრება, რომელიც უკანასკნელ კვლევებზეა დაფუძნებული, რომ თუ ადამიანი დღეში 1 ავოკადოს შეჭამს, სისხლში ქოლესტერინის დონე დაეწევა.
6 მარტივი წესი, რომელიც წყლის სმას თქვენი ცხოვრების წესად აქცევს
12:40 / 24-01-2015
წყლის სმა რომ სასარგებლო და აუცილებელია ალბათ გსმენია, მაგრამ თუ მისი დალევა გავიწყდებათ, სტატია სწორედ თქვენთვისაა.
ჩასანიშნი! კვერცხის ნიღბების მარტივი არითმეტიკა თმის სხვადასხვა პრობლემისთვის
12:01 / 24-01-2015
კვერცხი+რძე (თმის დასატენიანებლად და სიბზინვარის მისაცემად)
ჟელატინის სუპერეფექტური ნიღბები - ასწორებს ყველაზე ღრმა ნაოჭებს
11:40 / 23-01-2015
იცოდით, რომ სწორედ ჟელატინის შემცველ ნიღბებს იყენებენ ძვირად ღირებულ სალონებში, რათა გაასწორონ ყველაზე ღრმა ნაოჭებიც კი?
ტკბილეული, რომელიც შეგიძლია მიირთვა სინდისის ქენჯნის გარეშე. მოიწყე ტკბილი ცხოვრება!
12:38 / 22-01-2015
ყველა ტკბილეული მავნებელი არ არის. არსებობს ბევრი დესერტი, რომელიც არანაირ ზიანს არ მიაყენებს თქვენს ორგანიზმს – მათში არ არის არანაირი ქიმიური დანამატი და მინიმალურად შეიცავს შაქარს.
გაიკეთეთ ფრანგული კლასიკური ნაწნავი მარტივად! (+ ვიდეოგაკვეთილი)
17:00 / 21-01-2015
ფრანგული ნაწნავი კლასიკური თმის ვარცხნილობაა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას.
არქივის კალენდარი