ყველაზე პოპულარული კითხვები ლაზერული ეპილაციის შესახებ
ყველაზე პოპულარული კითხვები ლაზერული ეპილაციის შესახებ
ალბათ, უკვე ემზადებით ზაფხულისთვის, იმ დროისთვის, როცა სხეული ზედმიწევნით მოვლილი უნდა იყოს. ზედმეტი თმა კი ქალების უმეტესობისთვის პრობლემაა და იმისათვის, რომ ჭარბთმიანობისგან გავთავისუფლდეთ, სხვადასხვა ხერხს მივმართავთ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლაზერული ეპილაციაა, რომელთან დაკავშირებითაც ხშირად შემდეგი კითხვები გვიჩნდება:

უსაფრთხოა?

დიახ, ეს უსაფრთხო მეთოდია იქამდე, სანამ პროფესიონალური, ლიცენზირებული კლინიკის ან სალონის მომსახურებით სარგებლობთ. პროცედურის დროს ლაზერის სხივი არ აღიზიანებს კანს და აზიანებს მხოლოდ თმის ფოლიკულს, რაც შემდგომში თმის გაზრდას აფერხებს. იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ, საჭიროა საშუალოდ 3-5 სესიის ჩატარება ყოველ 4-6 თვეში.

მტკივნეულია?

ეს ოდნავ მტკივნეული პროცესია, მაგრამ პლუსი იმაშია, რომ დისკომფორტი მაშინვე ქრება. ზოგიერთი სალონი გასაუტკივარებელ კრემებსაც გთავაზობთ, მაგრამ აქ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, ხომ შეიძლება, რომ ალერგიული იყოთ კრემში შემავალი კომპონენტების მიმართ?! პროცედურის წინ კანზე ყინულის წასმა ნებისმიერ ტკივილს მინიმუმამდე დაიყვანს.

იჩენს თუ არა თავს რაიმე სახის გართულება ლაზერული ეპილაციის შემდეგ?

პროცედურის შემდეგ კანზე შეიძლება გაჩნდეს სიწითლეები და გაგყვეთ ერთი-ორი დღით. ეს ნორმალურია.

ვისთვის შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება?

ადრე ითვლებოდა, რომ ლაზერული ეპილაციის გაკეთებისთვის იდეალური კანდიდატურაა ღია ფერის კანისა და მუქი თმის მქონე ადამიანი, მაგრამ დღეს უკვე ახალი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ლაზერით მოიშორონ თმა მუქი კანის მქონე ადამიანებმაც და ქერათმიანებმაც. თუმცა ყველა სალონს არ აქვს მსგავსი ტექნიკა.

შეუძლია თუ არა ლაზერს, სამუდამოდ მოგვაშოროს ყველანაირი თმა?

ლაზერით მოშორებული თმის ადგილას ახალი არ ამოვა, მაგრამ შესაძლებელია, რომ სხვა ადგილას გაიზარდოს თმა. და თუ თმა იმ ადგილას მაინც გაიზარდა, სადაც ლაზერი გაიკეთეთ, ამოვა ბევრად რბილი, თხელი და იშვიათი. ტერმინი "თმის სამუდამოდ მოშორება" მიესადაგება ტექნოლოგიას, სახელწოდებით ელექტროლიზი.

რამდენად ძვირია ლაზერით თმის მოცილება?

ლაზერი ბევრად ძვირია, ვიდრე პარსვა ან ცვილით თმის მოცილება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ერთ პროცედურას შევადარებთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ლაზერი მომგებიანიც კი არის.


კომენტარები (35)
ბიბი
ლაზერი გავიკეტე ტუჩის ზემოდ კლინიკა მედიში ულვაშზედ ლაზერი სადაც გაატარა სპეციალისტმა ის ადგილი ზოლად დამრჩა როცა ვიცინი როგორც ნაოჭი მთელ სიგრზეზე მეტყობა დაკლაკნილი როგრც ლაზეირ გაატერეს. ისეთი ვიდი აქვს თითქოს ულვაში წვრილდ მიხატული გქონდეს ის სპეციალისტი ვინც ეს გამიკეთა მეუბნება ლაზერი ამას არ გამოიწვევდა ეს გექნებოდაო კლინიკა მედიში მივედი გასალამზებლად და პირიქით დამმართეს.მაინტერესებს ყველასაგან რამდენად შეეძლო ეს გამოეწვია ლაზერულ ეპილაციას.ვის გგქონიათ ასეთი შემთვევა მე ისღა დამრეჩენია სამედიცინო ექსპერტიზა ჩავიტარო რათა დავადგინო შეეძლო თუ არა აღნიშნული გამოეწვია ლაზერს.არადა ვეღარ გამიცინიაა იმდენად მეტყობა ვითომ ულვაში ნაოჭის სახით.
თინა
ნემსით მტკივნეულია და მაინც ამოდისრები.ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. მგონიმაინც ლაზერით ჯობია და არ არისსაშიში
მაკა
სახეზე ელოს ეპილაციაზე რას მეტყვით?ნემსით ვიცი რომ კარგი შედეგი აქვს მაგრამ მტკივნეულია.
თათუკ
ლაზერული ეპიცალია ერთი თქმით სისაზიზღრეა, ეს არის ერთი შეხედვით თმის მოცილება, თუმცა კაცის წვერივით ამოდის. ბევრი,სადაც არ გაქვს იქ ამოდის თმა, არადა ვიც აკეთებს იძახის, იმიტომ ვაკეთებთ რომ ქრებაო. ეგრედწოდებული ნემსის ეპილაცია ბევრად ჯობს!
ნინი
ფეხმძიმეზე თუ შეიზლება?
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
თან იქონიეთ შხაპის მიღებისას ერთი ბოთლი ლუდი. შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს!
13:00 / 28-03-2015
ლუდი – არაჩვეულებრივი საშუალებაა თმისთვის. მას ვერანაირი ძვირად ღირებული საშუალებები ვერ შეედრება.
როგორ გავისწოროთ ეფექტურად და უმტკივნეულოდ ღრმა ნაოჭები. გამოცდილი კოსმეტოლოგის რჩევები
11:00 / 27-03-2015
დაბერების პროცესის შეჩერება არავის შეუძლია, მაგრამ შესაძლებელია იმის გაკეთება, რომ ზოგიერთი ასაკობრივი ცვლილება ნაკლებშესამჩნევი გახდეს.
სამკურნალო ჩაი ბალახებისგან, რომლებსაც ქალთა ბალახებს უწოდებენ
14:41 / 24-03-2015
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ისეთი ფიზიოლოგიური ფაქტორები, როგორებიცაა ნერვული გადატვირთვები, ვიტამინების უკმარისობა ორგანიზმში, წინამენსტრუალური სინდრომი, ასაკობრივი ცვლილებები და სხვა ნეგატიური მომენტები, მოქმედებს ქალის ჯანმრთელობასა და განწყობაზე.
7 მეთოდი გაუხეშებული და დამსკდარი ქუსლების მოსარჩენად
13:15 / 24-03-2015
ქუსლების სიმშრალისა და ნახეთქების გაჩენის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, არაკომფორტული ფეხსაცმელი, არასწორი ჰიგიენა ან ვიტამინების ნაკლებობა.
თვალის ირგვლივ ნაოჭების, ე.წ. ბატის ფეხების გასაქრობი ნიღაბი
11:26 / 24-03-2015
დაგჭირდებათ:1 სუფრის კოვზი თხელი თაფლი;1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი;
ვიტამინების საბადო მწვანილებში
11:18 / 23-03-2015
მეცნიერებმა დიდი დრო მოანდომეს ყველაზე სასარგებლო პროდუქტის გამოვლენას. მათი მიზანი იყო, ერთ პროდუქტი მდიდარი ყოფილიყო ადამიანებისთვის აუცილებელი დღიური ვიტამინებითა და მინერალებით.
სახის ვარჯიშების კომპლექსი ნაოჭებისა და იდეალური ოვალისთვის
12:00 / 21-03-2015
სახის კუნთების ვარჯიში – საოცარი რამ არის. ის ხსნის დაღლილობას, ამკვრივებს მოშვებულ ნაკვთებს, რაც ხშირ შემთხვევაში სახეს იმაზე მეტად აბერებს, ვიდრე ნაოჭები.
სახის ღრმა წმენდა მხოლოდ ერთი პროცედურით და ორი ინგრედიენტით
12:55 / 20-03-2015
ამ ძალიან ეფექტური ნიღბის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია.
სახლის პირობებში მოსამზადებელი 10 ნიღაბი თმისთვის... თქვენი თმა გასაოცარი სისწრაფით დაიწყებს ზრდას
11:14 / 20-03-2015
თმის ცვენა, განსაკუთრებით, გაზაფხულზე, მრავალი ადამიანისთვისაა პრობლემა. ჩვენ გთავაზობთ უებარ საშუალებებს, რომლებიც შეგიჩერებენ თმის ცვენას და თმა ჯანმრთელი და ბზინვარე გაგიხდებათ.
არქივის კალენდარი