როგორ შევიღებოთ ტუჩები? - Marao

როგორ შევიღებოთ ტუჩები?

2011-05-27 15:19:49+04:00

რა თქმა უნდა, ტუჩების შეღებვა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ტუჩებმა ყურადღება რომ მიიქციოს, აუცილებელია განსაკუთრებული წესების დაცვა.

პირველ ყოვლისა, ტუჩები სპეციალური ტონით გაიწმინდეთ და მასზე თხელ ფენად კრემი ან ჰიგიენური პომადა წაისვით. პომადამ ტუჩებზე დიდხანს რომ გაძლოს და თავისი პირველადი სახე შეინარჩუნოს, წაისვით სამ ეტაპად.

1. კონტურის ფანქარი ტუჩების მთელ ზედაპირზე წაისვით. არ დაგავიწყდეთ, ფანქრის ფერი პომადისას უნდა ემთხვეოდეს ან ერთი ტონით მუქი იყოს.

თუ კონტური მკვეთრად გამოყოფილია, ფუნჯით თანაბრად გაინაწილეთ და წაისვით (უმჯობესია, ფუნჯით) პომადის პირველი ფენა;

2. ტუჩებიდან ხელსახოცით ზედმეტი პომადა მოიშორეთ და მსუბუქად მიიფრქვიეთ პუდრი;

3. განსაკუთრებით ხაზგასმით რომ წარმოაჩინოთ ტუჩების ფორმა, პომადის კიდევ ერთი ფენა წაისვით. უფრო ღია პომადით ქვედა ტუჩის შუა ნაწილი გამოკვეთეთ.

პომადის ფუნჯი

როცა ფუნჯით მუშაობთ, ყველაზე მცირე ნაოჭიც იღებება; ხოლო როცა ჩვეულებრივ პომადას ისვამთ, პირსჭიმავთ და ამ დროს ტუჩების კონტურის დეფორმაცია ხდება. გარდა ამისა, ფუნჯით სხვადასხვა ფერის შერჩევა შეიძლება (პროფესიონალები ტუჩებს ერთი ფერით არასოდეს ღებავენ).

ერთი ფერის მაკიაჟი სახეს უფერულს ხდის. სახეს რელიეფურობა რომ მიეცეს, საჭიროა შუქ-ჩრდილების თამაში. გაიკეთეთ მუქი კონტური, ტუჩებზე კი ღია ფერის პომადა ან პრიალა ტუჩსაცხი წაისვით.

კონტურის ფანქარი

* კონტურის ფანქრით ტუჩებს ხაზი შემოავლეთ. დაიწყეთ ზედა ტუჩის ცენტრიდან _ კუთხეებისაკენ.

* ქვედა ტუჩის ხაზი მარცხენა კუთხიდან მარჯვენა კუთხემდე გაატარეთ. ხაზი თანაბარი და ზუსტი რომ იყოს, მოკლე შტრიხები შემოავლეთ.

* ზედა და ქვედა ტუჩის ხაზები კუთხეებში უნდა შეერთდეს. თუ ხაზი არ გამოდის, შეგიძლიათ ერთმანეთზე მჭიდროდ გადაბმული წერტილებით გააგრძელოთ.

* ტუჩები დიდი რომ გამოჩნდეს, კონტური ტუჩების ბუნებრივი ხაზის ზევით გაატარეთ.

ჟურნალი "გზა"