დეკოლტეს ზონა ქალის სხეულის ალბათ ყველაზე სათუთი და მიმზიდველი ნაწილია. ამიტომაც მას არანაკლები მოვლა სჭირდება, ვიდრე სახის კანს. მაშ ასე, გთავაზობთ რამდენიმე, სახლის პირობებში მოსამზადებელი ნიღბის რეცეპტს. ნუ დაიზარებთ, რთული არ არის:
ნიღაბი თაფლითა და ნუშით
ეს ორი კომპონენტი (ნუში გატარებული) აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ დეკოლტეს ზონაზე. გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი მსუბუქ ლიფტინგ-ეფექტს იძლევა.
ნიღაბი თიხისგან
30 გრამ თეთრ თიხას შევურიოთ იმდენი წყალი, რომ არაჟნის კონსისტენცია მივიღოთ. დავუმატოთ 20 გრ ტალკი და კარგად ავურიოთ. დავიდოთ დეკოლტეს ზონასა და მკერდზე და გავიჩეროთ 20 წუთით. შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. ნიღაბს აქვს გადაჭიმვის ეფექტი.
იოგურტის ნიღაბი
ერთ ჩაის კოვზ იოგურტს შევურიოთ ზეთოვანი ვიტამინი E და ერთი კვერცხი. კარგად შევურიოთ და მიღებული მასა მასაჟის მოძრაობებით დავიდოთ დეკოლტეს ზონაზე. გავიჩეროთ 20 წუთით და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. ნიღაბი ჭიმავს და ამავე დროს, კვებავს კანს.
საფუვრის ნიღაბი
20 გრ საფუარი გავხსნათ ცოტაოდენ რძეში (ისე, რომ არაჟნის კონსისტენცია მიიღოთ). მიღებული მასა დავიდოთ მკერდზე და გავიჩეროთ 20 წუთით. შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით. ეს პროცედურა მკერდს ამკვრივებს.
ჟურნალი "...და ქალი" (სექტემბრის ნომერი)