თანაბარი რაოდენობით აურიეთ კოსმეტიკური თიხა, ნაკლებცხიმიანი არაჟანი, ლიმონის წვენი და თაფლი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი არა მარტო ასწორებს ნაოჭებს, არამედ ათეთრებს კიდეც სახის კანს. ამბობენ, რომ ამ მეთოდს თვით კლეოპატრაც კი იყენებდა.
ტონუსის მოსამატებლად
მოდუნებული კანის ტონუსის მოსამატებლად თითო სუფრის კოვზ ჟოლოს ფოთლებსა და ცაცხვის ყვავილს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 30 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ნაყენი გააგრილეთ, გაანაწილეთ ფორმებში და შედგით საყინულეში. თუ ძილის წინ ასეთი ყინულის ნატეხებით გაიწმენდთ სახეს და ისე დაწვებით, კანი უფრო ელასტიკური და მკვრივი, ნაოჭები კი ნაკლებშესამჩნევი გახდება.
ჟურნალი "რეიტინგი"