გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი, რომელიც სასწაულებს ახდენს - Marao

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი, რომელიც სასწაულებს ახდენს

2013-11-08 10:37:01+04:00

თუ ნიღაბს სისტემატურად გაიკეთებთ რამდენიმე კვირის განმავლობაში, გარწმუნებთ, გამაოგნებელ შედეგს მიიღებთ – თქვენ რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდებით.

რეცეპტი ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია. აფთიაქში ვყიდულობთ ხმელ ზღვის მცენარეს – ლამინარიას.

ჭიქაში ვყრით 2-3 კოვზ მცენარეს, ვასხამთ 4-5 ჩაის კოვზ მდუღარე წყალს და ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე; ვახურებთ ლამბაქს და ვაჩერებთ 5-10 წუთით.

მთავარია – ბევრი წყალი არ მოგივიდეთ, თორემ ნიღბის სახეზე წასმა გაგიჭირდებათ, ის ჩამოგეწვეთებათ.

ახლა ვუმატებთ რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს (თუ ცხიმიანი კანი გაქვთ) ან ნებისმიერ არარაფინირებულ ზეთს ან A-სა და E-ს ზეთოვან ნაერთს (მშრალი კანისთვის).

ვურევთ ძირითად მასაში და ვიდებთ სახეზე 20-25 წუთით.

შემდეგ ვიბანთ თბილი წლით და ვწვებით. მეორე დღეს კანი ბზინავს, გადაჭიმულია, გაცოცხლებული, თუ ნიღაბს კვირაში 3-4 ჯერ გაიკეთებთ.