გამოცდილი ადამიანები ამტკიცებენ, რომ მუცლის კუნთები სამზარეულოში ყალიბდება და არა სატრენაჟორო დარბაზებში და ამაში დიდი წილი სიმართლეა.
შეიძლება ყოველ კვირა აკეთო მუცლის პრესის ათასობით ვარჯიში, მაგრამ თუ რაციონი დაბალანსებული არ არის, სანატრელი ბრტყელი მუცელი შეგიძლია დაივიწყო.
1. გადაანაწილეთ მთელ დღეს მისაღები კალორიები 5-6 კვებაზე და არა 2-3-ზე. ფრთხილად იყავით პორციების სიდიდესთან. თუ თქვენ ძალიან დიდი პორციებით მიირთმევთ (თუნდაც ჯანმრთელ საკვებს), მაშინ დაემშვიდობეთ ლამაზ მუცელს.
2. უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ, რთულ ნახშირწყლებს, რომლებსაც შეიცავს ბოსტნეული, შვრია, პარკოსნები, ყავისფერი ბრინჯი და ხორბალი. თავდაპირველად ეცადეთ, კალორიების დაახლოებით 50% ნატურალური ნახშირწყლებით მიიღოთ, შემდეგ კი თანდათანობით შეამცირეთ მათი მოხმარება (განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარში).
3. ჩართეთ რაციონში ცილების მაღალხარისხიანი წყარო (კვერცხის ცილა, მჭლე ხორცი, თევზი, პროტეინების კოქტეილი და სხვა...).
4. მოერიდეთ რაფინირებულ, მარტივ ნახშირწყლებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ცომეული და შაქარი.
5. ცხიმის (განსაკუთრებით, გაჯერებული ცხიმის) რაოდენობა რაციონში უკიდურესად დაბალი უნდა იყოს. ცხიმების ხარჯზე თქვენ კალორიების დაახლოებით 20% უნდა მიიღოთ, ხოლო "კარგი ცხიმები", როგორებიცაა თევზის ქონი, ნიგოზი და სხვა, რამდენიც გენებოთ, იმდენი მიირთვით. მათი რაციონში დამატება არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიც კი არის, ესენციალური ცხიმოვანი მჟავები ხომ ცხიმების წვას უწყობს ხელს.
6. სვით ბევრი წყალი... ამ ყველაფერს პლუს მუცლის პრესის სისტემატური ვარჯიშების კეთება და... სულ მალე თქვენს ლამაზ მუცელზე სანატრელ კუბიკებსაც დაითვლით.