რას აღარ მოიგონებენ ვიზაჟისტები ქალის გასალამაზებლად და მისთვის ჯადოსნური იერსახის მისაცემად.
იხილეთ ფოტოგალერეა
პროფესიით მხატვარი ტალ პელეგი ისრაელიდან არის. მან გადაწყვიტა, სრულიად შეეცვალა წარმოდგენა თვალის ჩვეულ მაკიაჟზე და მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით, ვიზაჟისტმა ქუთუთოებზე ზღაპრული ილუსტრაციები გააკეთა.
"პრინცესას მუხუდოს მარცვალზე", "მუმიი-ტროლს", "მძინარე მზეთუნახავს" და სხვა ზღაპრულ პერსონაჟებს მხატვარი მართლაც ვირტუოზულად გამოსახავს ქალის თვალებზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შრომატევადია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
ნახეთ ზღაპრული მაკიაჟის ფოტოები და სცადეთ, იქნებ თქვენც გამოგივიდეთ?! მალე ხომ დღესასწაულები მოდის...