არსებობს სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც არა მარტო გაციების, ხველისა და სხვა ავადმყოფობების დროს დაგეხმარებათ, არამედ ისინი თქვენი სილამაზის სამსახურშიც ჩადგებიან.
1. ვიტამინი C ფხვნილის სახით
ცოტაოდენ წყალში ვხსნით C ვიტამინის ფხვნილს, ვურევთ თმის ბალზამს და ასე ვივლებთ თმაზე. ვიტამინი C თქვენს თმას საოცრად ბზინვარეს გახდის.
2. ასპირინის სკრაბი
კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ასპირინის ნიღაბი და შედეგით აღფრთოვანდებით.
ასპირინის ტაბლეტზე დააწვეთეთ წყალი. ის გრანულებად იქცევა. ახლა დაუმატეთ ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. დაიდეთ მომზადებული ნიღაბი სახეზე და გაიჩეროთ 10 წუთით, შემდეგ თითებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი (ისე, როგორც იკეთებთ სკრაბის შემთხვევაში) და ჩამოიბანეთ. ნიღაბი ერთგვაროვანს ხდის კანს და ამოაქვს ფერიმჭამელები.
3. აბუსალათინი თმის ზრდისთვის
ის, რომ აბუსალათინის ზეთს წამწამების გასახშირებლად იყენებენ, ყველამ ვიცით, მაგრამ თმის ზრდასაც თუ უწყობდა ხელს და გაყოფილ ბოლოებს შველის, ამის შესახებ ბევრი, ალბათ, ახლა გაიგებს. აიღეთ ცოტაოდენი აბუსალათინის ზეთი, დაისხით ხელისგულებზე და შეიზილეთ თმის ბოლოებში. გაიჩერეთ მთელი ღამით.