ეს მარტივად მოსამზადებელი ნიღაბი თმას საოცრად ჯანსაღ იერს სძენს და შეღებვის მსუბუქი ეფექტიც აქვს.
ინგრედიენტები:
კვერცხი – 2 ცალი (მთლიანად)
კონიაკი – 1-1,5 სუფრის კოვზი
დაფქული ყავა (არახსნადი) – 1 სუფრის კოვზი
ინგრედიენტებს ერთმანეთში ვურევთ ისე, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ვიჩერებთ თავზე 1,5 საათით და შემდეგ ვიბანთ თბილი წყლით შამპუნისა და ბალზამის გარეშე. ვიმშრალებთ პირსახოცით და ვიშრობთ ფენით. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, ნიღბის გაკეთება თვეში 4-ჯერ არის რეკომენდებული.
ნიღბის მინუსები:
ის ამუქებს თმას და თუ გსურთ, რომ თმის ღია ფერი შეინარჩუნოთ, ეს ნიღაბი თქვენთვის არ არის.
თმაზე დიდხანს (შემდეგ დაბანამდე) რჩება ყავისა და კონიაკის სუნი (თუმცა, ეს შესაძლოა, მინუსად არც კი ჩაითვალოს, ბევრს მოსწონს მათი არომატი), ნიღაბი წვეთავს და ცოტა ძნელია მისი 1,5 საათით ატანა, თუმცა, გვერწმუნეთ, შედეგი ამად ღირს.