ლამაზი, სწორი და მბზინავი თმა უამრავი ქალის ოცნებაა და სპეციალური უთოს (სტაილერის) გამოგონებამ რამდენადმე აგვისრულა ეს ოცნება. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ უთო თმას აზიანებს და ასე გასწორებული თმა ხშირად ძვირი გვიჯდება.
ჩვენ მივაგენით საოცარ ნიღაბს, რომელიც ქოქოსის ზეთზეა დაფუძნებული, ნაცადია და მართლაც ძალიან ეფექტური. ის არა მარტო იდეალურად ასწორებს ბუნებრივად დახვეულ (მაგრამ არა ძალიან კულულებიან) თმას, არამედ აჯანსაღებს და საოცარ სიბზინვარეს სძენს მას. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ სულ მცირე დროს დაუთმობთ საკუთარ თავს.
ნიღაბი ხელმისაწვდომია და მარტივად მოსამზადებელი.
მომზადების წესი: ერთი სუფრის კოვზ იოგურტს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. კარგად შეურიეთ და წაისვით თმაზე, გაიჩერეთ რამდენიმე საათით. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თმა ჩვეულებრივი შამპუნით და შეუდექით გაშრობას.
მიმართეთ ფენის ცხელი ჰაერი მაღლიდან დაბლა და გაიშრეთ თმის პატარ-პატარა მონაკვეთები.
შედეგი საკმაოდ შესამჩნევია.