სამხრეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა პლასტიკური ოპერაციების მსურველთა რიცხვით. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ამ ქვეყანაში, პლასტიკური ქირურგიის განხრით, მათ წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწიეს.
ბევრი ადამიანისთვის პლასტიკური ოპერაცია – ეს მართლაც საუკეთესო შანსია, მოიწყოს პირადი ცხოვრება, შექმნას ოჯახი, იშოვოს სამსახური ან მიიღოს მაღალი თანამდებობა. ამიტომაც არის, რომ 2012 წლისთვის სამედიცინო ტურიზმიდან სახელმწიფოს შემოსავალმა წარმოუდგენელ ციფრს - 453 000 000 დოლარს მიაღწია.
ეს იქნება ბოტოქსის ინექციები, კოლაგენის იმპლანტანტები, რინოპლასტიკა თუ სხვა კოსმეტიკური პროცედურები, ფაქტია, სამხრეთ კორეა ამ საქმეში პროფესიონალია.
გთავაზობთ გალერეას, სადაც წარმოდგენილია ადამიანთა ფოტოები ოპერაციამდე და მას მერე. შედეგი, დაგვეთანხმებით, დაუჯერებელია.