თაფლისა და ნუშის ნიღაბი. აურიეთ ერთნაირი რაოდენობის თაფლი და ნუშის ზეთი, დაიდეთ მკერდზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი ფაქიზად შეიმშრალეთ პირსახოცით. ეს ნიღაბი არაჩვეულებრივად კვებავს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს.
თაფლის კრემი.
2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი გახსენით 50 მლ წყალში და წაისვით თაფლის კრემი მკერდზე. გაიჩერეთ 10-15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. კრემი ატენიანებს კანს, კვებავს მას და აუმჯობესებს მკერდის ფორმას.
თიხის ნიღაბი.
30 გრ თეთრი თიხა აურიეთ წყალში და მიიყვანეთ არაჟნის კონსისტენციამდე. დაუმატეთ 20 გრ ტალკი და 1 გრ გლიცერინი. დაიდეთ ნიღაბი მკერდისა და დეკოლტეს ზონაზე. 20 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი ამკვრივებს მკერდს.
იოგურტის ნიღაბი.
შემადგენლობა: 1 სუფრის კოვზი იოგურტი, 1 ჩაის კოვზი E ვიტამინი (ზეთოვანი), 1 კვერცხი. ყველაფერი კარგად აურიეთ და მიღებული მასა წაისვით მკერდზე ოდნავი მასაჟის მოძრაობებით. გაიჩერეთ 20 წუთით. ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამკვრივებს მკერდს.
საფუვრის ნიღაბი.
20 გრ საფუარი გახსენით თბილ წყალში არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე. მიღებული მასა წაისვით მკერდზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. შემდეგ აკურატულად ჩამოიბანეთ გრილი წყლით. კვებავს მკერდის კანს და ამკვრივებს მას.