1. სტაფილო. ეს ნარინჯისფერი ლამაზმანი ბეტა-კაროტინის ნამდვილი საბადოა, რაც უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს.
2. პომიდორი. ეს ბოსტნეული ისეთივე ძლიერი მცენარეული ანტიოქსიდანტია, როგორც ლიკოპინი, რომელიც საიმედოდ იცავს კანის საფარს მწველი მზისგან. მეტიც, ყოველდღიურ რაციონში პომიდორის ჩართვა წნევასაც არეგულირებს.
3. ბანანი. ეს იმ ქალბატონების არჩევანი უნდა იყოს, ვისაც სურს, რომ ჩამოსიებული ქუთუთოებისგან გათავისუფლდეს. ძილის წინ ერთი ბანანის მირთმევის შემთხვევაში ტკბილი ძილი გარანტირებული გექნებათ. ბანანი შესანიშნავი საძილე საშუალებაა. ლამაზი კანი ხომ შეუძლებელია სრულფასოვანი ძილის გარეშე.
4. შვრია. ამ ბურღულის საუზმე კანის სილამაზის გარანტიაა. ნაოჭების ნაადრევ გაჩენას ხელს შეუშლის ისეთი ელემენტები, როგორებიცაა რკინა, მაგნიუმი და კალციუმი.
5. ჭინჭარი. ამ ბალახისგან მომზადებული ჩაი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც სახის კანს ამშვიდებს და გამონაყარს აქრობს მისგან.
6. პიტნა. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კანის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია კუჭ-ნაწლავთან. ლამაზი კანი – უმთავრესად, დამოკიდებულია სწორ კვებასა და კუჭის ნორმალურ მოქმედებაზე. კუჭ-ნაწლავთან და მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს სწორედ პიტნის ჩაი მოგიგვარებთ. ყველაფერთან ერთად, ის სტრესისგანაც გაგათავისუფლებთ.
7. ჭარხალი. ამ ბოსტნეულის სარგებელი სილამაზესა და ჯანმრთელობაში უძველესი დროიდან არის ცნობილი. ამ ნაყოფის სისტემატურად მიღებას გვირჩევენ მთელი მსოფლიოს დიეტოლოგები. ჭარხალი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, კალიუმსა და ორგანიზმისთვის სასარგებლო სხვა ელემენტებს.
8. წითელი ყურძენი. უამრავი კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ წითელი ყურძენი აჩერებს დაბერების პროცესს. ვინ იტყვის უარს ახალგაზრდა და ლამაზ კანზე?
9. მუხუდო. ეს მარცვლეული თუთიის მთელი საბადოა, თუთია კი კანის სტრუქტურის გაუმჯობესების გარანტიაა. ის ამცირებს კანქვეშა ცხიმის წარმოქმნას და ასუფთავებს კანს. თუთია – კანის ცხიმიანობისა და გამონაყარის მოშორების საუკეთესო საშუალებაა და მას თამამად იყენებენ კოსმეტიკაში.