კურნავს ღრძილებს: პიტნის ნაყენში დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ძმარი ან ლიმონის წვენი. გამოივლეთ პირში კბილების გახეხვის შემდეგ.
ცხიმიანი კანისთვის: ხმელ პიტნას დაასხით 0,5 ლ წყალი, ადუღეთ 5-10 წუთი დაბალ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ 4 ჩაის კოვზი ბორის სპირტი, 2 სუფრის კოვზი კალენდულას ნაყენი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. იწმინდეთ ყოველდღიურად სახე ამ ლოსიონით.
მშრალი კანისთვის: 1-2 სუფრის კოვზ ხმელ პიტნას დაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი, ცოტა ხანსა გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ. იბანეთ ნაყენით სახე ყოველდღე. შეგიძლიათ ეს ნაყენი გაყინოთ და დილაობით ამ ყინულის კუბებით გაიწმინდოთ სახე.
მშრალ კანს ასევე ძალიან უხდება პიტნის ნაყენის კომპრესები. ნაჭრის ხელსახოცი ან დოლბანდი დაკეცეთ 2-3 ფენად, დაასველეთ თბილ პიტნის ნაყენში და დაიფინეთ სახესა და ყელზე 5 წუთით. შემდეგ წაისვით მკვებავი.