2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი (იყიდება ნებისმიერ სუპერმარკეტში) გახსენით 2 კოვზ ცხელ წყალში და გააგრილეთ.
1 კვერცხის გული, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის (ატმის, ქოქოსის ან სხვა) ზეთი.
2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი (რაც მეტი შაქარი იქნება, მით ცხარე იქნება მდოგვი), კარგად აურიეთ ყველაფერი და დაიდეთ თავზე 15 წთ-დან 1 საათამდე. თუ უძლებთ სიცხარეს, უმჯობესია, 1 საათი გაიჩეროთ, მაგრამ თუ თავზე ცეცხლი გიკიდიათ, მაშინ მხოლოდ 15-20 წუთი.
ყურადღება! პირველ ჯერზე, თუნდაც გეწვოდეთ თავის კანი, აუცილებელია, გაიჩეროთ 15 წუთი. ამ ნიღბისგან თმასა და თავის კანს არანაირი ზიანი არ მიადგება (ნაცადია), ხოლო როცა მიეჩვევით, ნახევარ და ერთ საათსაც გაუძლებთ. სამაგიეროდ, თქვენი თმა ელვის სისწრაფით გაიზრდება.