გამაახალგაზრდავებელი ნიღბისთვის დაგჭირდებათ:
- ერთი სუფრის კოვზი წმინდად დაფქული მწვანე ჩაი
- ½ სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
- 1 ჩაის კოვზი თხელი თაფლი
- ადუღებული ცხელი წყალი
შეურიეთ დაფქული მწვანე ჩაი (შეგიძლიათ გამოიყენოთ პაკეტის ჩაი, რომელიც უკვე დაფქულია) კაკაოს ფხვნილს და დაასხით იმდენი ცხელი წყალი, რომ სქელი, ოდნავ მშრალი ფაფა მიიღოთ.
გააციეთ მიღებული მასა იქამდე, რომ სახისთვის ტემპერატურა სასიამოვნო იყოს. დაუმატეთ თაფლი და თუ ნიღაბი ძალიან სქელი გამოვიდა, გაათხელეთ წყლით ან მცენარეული ზეთით.
ასევე, ნიღაბს შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი, ლიმონის წვენი, ნატურალური იოგურტი, ნაღები, არაჟანი, ზეითუნის ან ნუშის ზეთი, ზეთოვანი E ვიტამინი და სხვა კომპონენტები, რომლებიც თქვენს კანს უხდება და მოუხდება შოკოლადსა და მწვანე ჩაის.
ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მიღებული მასა დაიდეთ სუფთა, ოდნავ ტენიან სახეზე.
20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი წყლით და წაისვით დამარბილებელი კრემი.
გამაახალგაზრდავებელი ნიღბის კურსი:
ამ ნიღბის გაკეთება შეგიძლიათ 6-8 კვირის განმავლობაში, 3-4-დღიანი ინტერვალებით (შემადგენლობა შეგიძლიათ ცვალოთ). შემდეგ ეფექტის შესანარჩუნებლად, კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთეთ ან ეს, ან ანტიასაკობრივი ეფექტის სხვა ნიღაბი.