როგორც ყოველთვის, დრო საერთოდ არ გრჩებათ მანიკიურისთვის? მაშინ ფრჩხილების გაკეთების ეს ექსპრეს-მეთოდი თქვენთვისაა.
აიღეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და შეურიეთ 1 ჩაის კოვზ ზეთს, დაიმუშავეთ ამ ნარევით ხელები (განსაკუთრებით, ფრჩხილების ირგვლივ) 5 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ.
ახლა პატარა ჯამში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი (სახამებელი), დაუმატეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი და 10 წუთი ჩაყავით ხელები ამ ხსნარში.
შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ხელის კრემი. სპეციალური ნიჩბით ჩამოიწიეთ ნუნები და ქლიბით ფრჩხილებს ფორმა მიეცით. დარჩა მხოლოდ ლაქის წასმა!
არაჩვეულებრივ ექსპრეს-ეფექტს იძლევა ხელის ნიღაბი თაფლითა და ლიმონით. გამოწურეთ ნახევარი ლიმონისგან წვენი და შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი. დაიდეთ ხელებზე, გაიჩერეთ 10 წუთი და დაიბანეთ.