სკრაბის პლუსებია: მას საოცარი არომატი აქვს; კანს ნაზს, ხავერდოვანს ხდის და ხელმისაწვდომია.
შედგება მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებისგან, ჭიმავს კანს, აუმჯობესებს მის ფერს, ამასაჟებს, ღრმად წმენდს და მსუბუქ პილინგსაც აკეთებს.
რეცეპტი:
თაფლს (აუცილებლად თხელი) დაუმატეთ ნებისმიერი (თქვენთვის სასურველი) ზღვის მარილი, დარიჩინი (შეიძლება ფხვნილი) და რაც მთავარია – დაფქული ყავა (შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის ნალექიც).
ყველაფერი ეს აურიეთ ერთმანეთში, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა. ჯერ გადაივლეთ ცხელი შხაპი და შემდეგ მასაჟური მოძრაობებით სკრაბი შეიზილეთ ტანის ღრუბლით მთელ სხეულზე.
პროცედურის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი ტანის კრემი.