ამ ნიღბის რეცეპტი ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა სტილისტმა გაგვიმხილა, რომელიც სილამაზის სალონში მუშაობს.
საჭიროა: ვაზელინი, თაფლი, შაქრის ფხვნილი, ლიმონის წვენი (ყველა ინგრედიენტი თითო ჩაის კოვზი), გლიცერინი - 0,5 ჩაის კოვზი. ყველაფერი ერთმანეთში გადაურიეთ, შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე 5 წუთის განმავლობაში, გააგრილეთ და გაიჩერეთ ტუჩებზე 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
შედეგი: ტუჩები რბილდება, კონტური მუქდება, ტუჩები სექსუალურად იბერება. თუმცა, თვალისმომჭრელი ეფექტი რამდენიმე საათს გრძელდება.
არსებობს მეორე რჩევაც: ტუჩებზე ყოველდღიურად წაისვით ვაზელინი, ოღონდ პომადის ფუნჯით. ტუჩები რბილდება, ფაფუკი ხდება და არც გამოშრება და აიქერცლება.
ტუჩების მასაჟი:
სწრაფი ეფექტის მისაღებად, მასაჟი ყოველდღიურად უნდა ჩაიტაროთ. აბაზანის მიღებისას, კარგად დაორთქლილი ტუჩები თითის ბალიშებით ან კბილის ჯაგრისით დაიმუშავეთ (უხეშ მოძრაობებს მოერიდეთ). ვარჯიშამდე შეგიძლიათ მკვებავი კრემი ან ჰიგიენური პომადა წაისვათ.