ეს რეცეპტი საუკუნეებით არის ნაცადი, ის უკვე 500 წლისაა. ნიღაბში შემავალი ინგრედიენტები ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება რეკომენდებულია ძილის წინ.
ნიღბის ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის უხდება ნებისმიერი ტიპის კანს, ფაქიზად ასუფთავებს კანს და ასწორებს ნაოჭებს, კვებავს, ატენიანებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
გარანტიას გაძლევთ, რომ დილით თქვენ არაჩვეულებრივი კანის ფერი გექნებათ!
ნიღბისთვის დაგჭირდებათ სამი ფინჯანი:
პირველს ვავსებთ ნებისმიერი მცენარეული ზეთითა და დაქუცმაცებული შვრიის ბურღულით (დოზები 1/1-ზე).
მეორეს – ერთი წვრილად გახეხილი ვაშლით, ნახევარი ლიმონის წვენითა და ერთი სუფრის კოვზი თაფლით.
მესამე – კეფირითა (მაწვნით) და ერთი ჩაის კოვზი საჭმელი მარილით (მარილს ვყრით ბოლოს, რომ ვერ მოასწროს გახსნა).
ახლა კი:
ნაბიჯი 1-ლი:
პირველ ფინჯანში მოთავსებულ მასას ვიდებთ სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე, 2-3 წუთით მსუბუქად ვიმასაჟებთ სახეს, ვიჩერებთ ნიღაბს 5 წუთი.
ნაბიჯი მე-2:
პირველი ნიღბის ზემოდან ვიდებთ მეორე ფინჯანში მოთავსებულ მასას. ვიმასაჟებთ სახეს კიდევ 2-3 წუთი და ვიჩერებთ 5 წუთი.
ნაბიჯი მე-3:
ვიშორებთ ნიღაბს ბამბის ტამპონით ან სპეციალური ღრუბლით, რომელიც გაჯერებული იქნება მესამე ფინჯანში მოთავსებული მასით. თითების ბალიშებით ვიმასაჟებთ 2-3 წუთის განმავლობაში სახეს. ასევე ვიჩერებთ 5 წუთი.
ნაბიჯი მე-4:
ვიბანთ სახეს მინერალური წყლით ან გვირილის ნაყენით. ბოლოს ვისვამთ ჩვეულ ღამის კრემს.
ამ ნიღბის კეთება სასურველია კვირაში 2-ჯერ. სურვილისამებრ, მისი წასმა შეგიძლიათ მთელ სხეულზეც.