წითელი პომადის წასმა, დამეთანხმებით, მარტივი არ არის; არასწორად წასმული წითელი პომადა კი არაესთეტიკურად გამოიყურება. იმისათვის, რომ წითელი პომადა იდეალურად დაჯდეს თქვენს ტუჩებზე, დაიცავით რამდენიმე წესი:
1. პირველ რიგში, წაისვით სახეზე ტონალური;
2. ტუჩზე წაისვით ტუჩის ბალზამი ან მენთოლიანი მბზინავი საცხი ("ბლესკი").
3. ახლა ხელსახოცით ფრთხილად შეიშრეთ მბზინავი საცხი.
4. შემოხაზეთ ტუჩის კონტური ფანქრით (ან გამჭვირვალეთი, ან პომადის ფერით).
5. ახლა კი ფუნჯის მეშვეობით წაისვით წითელი პომადა.
6. იმისათვის, რომ პომადა დიდხანს დაგრჩეთ ტუჩზე, პირველი ფენა შეიშრეთ ხელსახოცით, შემდეგ კი წაისვით მეორე ფენა.
7. ტუჩის კუთხეებში წაისვით თვალის რბილი შავი ფანქარი. ასევე, შეგიძლიათ კუთხეებში წაისვათ რამდენიმე ტონით მუქი პომადა.
8. კარგად გადაინაწილეთ.
9. დაბოლოს, ზემოდან გადაისვით გამჭვირვალე ან წითელი მბზინავი საცხი (ე.წ. ბლესკი).