ამ კრემის მომზადება უმარტივესია და ნამდვილად არ დაგეზარებათ. მთავარია, იქონიოთ შინ საბავშვო კრემი და სხვადასხვა ეთერზეთი.
აიღეთ ჩვეულებრივი საბავშვო კრემი და დაუმატეთ მას შესაბამისი ეთერზეთი:
- ბერგამოტისა და ფორთოხლის ეთერზეთი სახიდან ცხიმიან სიბზინვარეს აქრობს და ავიწროებს ფორებს.
- ლავანდის ეთერზეთი უხდება პრობლემურ კანს.
- როზმარინის ზეთი გაღიზიანებულ კანს ანტისეპტიკურ საშუალებად ევლინება. ასევე, ამკვრივებს მოშვებულ კანს და აღადგენს ქსოვილების ელასტიკურობას.
- ვარდის ხის ზეთი შველის კანის სიმშრალეს და კურნავს კუპეროზს.
- ფიჭვის ეთერზეთი ასწორებს ნაოჭებს და აახალგაზრდავებს კანს.
- ევკალიპტის ეთერზეთს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, ამცირებს კანის ცხიმიანობას, ხელს უწყობს კანის რეგენერაციის პროცესს.
ასე რომ, ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რომელი ეთერზეთი უნდა ჩაუმატოთ ჩვეულებრივ ბავშვის კრემში.