პაემანი გაქვთ ან რაიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა და უცებ აღმოაჩინეთ, რომ სახეზე მუწუკი გამოგივიდათ.
ნუ დაიწყებთ მაშინვე მის წვალებას და უარესად ნუ გაიწითლებთ. მისი გაქრობა (ყოველ შემთხვევაში, უცხო თვალისთვის) რამდენიმე წუთში შეგიძლიათ.
აიღეთ ძალიან პატარა ბამბის ნაკუწი (0,5 სმ ან უფრო პატარაც), დააწვეთეთ მასზე რამდენიმე წვეთი ვიზინი (თვალის ხელოვნური ცრემლი) და შედეთ საყინულეში სულ რაღაც 3 წუთით, რადგან ის უცებ გაიყინება.
გამოიღეთ საყინულედან და მიიკარით გაყინული ვიზინი მუწუკზე. 30 წამში ყინული გადნება და ბამბა ანთებით ადგილას მიგეწებებათ.
გაიჩერეთ 5 წუთი და მოიშორეთ. ახლა თქვენი მუწუკი მხოლოდ მიკროსკოპით თუ გამოჩნდება.