”რუჯის” მისაღებად მეტად მარტივი, ჯანსაღი და იაფი საშუალება არსებობს - შავი ჩაი და წყალი.
მის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ შავ ჩაის დაასხით 50 მლ მდუღარე წყალი.
შემოდგით გაზზე და ადუღეთ 2-3 წუთი. გადაწურეთ, გააგრილეთ და მიღებული ნაყენით სახე დილა-საღამოს დაიბანეთ.
ფერის გარდა, იგი სახეს კვებავს და ატენიანებს. მაგრამ დაიმახსოვრეთ, მისი შენახვა მაცივარში 2 დღეზე მეტხანს არ შეიძლება. ამიტომ ახალ-ახალი უნდა მოადუღოთ. რამდენიმე დღეში კი სახეზე სასიამოვნო ”რუჯი” დაგედებათ.