სწორედ ყელი გასცემს პირველ რიგში ქალის ასაკს. ამიტომაც ნუ დაინანებთ 5 წუთს იმისათვის, რომ სხეულის ამ ნაწილის ახალგაზრდობა და სიმკვრივე შეინარჩუნოთ.
დაასხით გაშლილ ჭურჭელზე ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და შეათბეთ. ახლა ბამბის ტამპონით ან ფუნჯით წაისვით თბილი ზეთი ყელზე და შეიხვიეთ ის ოთხად გადაკეცილი ბამბის ქსოვილით, გაიკარით ბინტით ან თავშლით.
ახლა დაივიწყეთ კომპრესი ნახევარი საათით – ამ დროის მანძილზე შეგიძლიათ მიხედოთ სახლის საქმეებს ან უბრალოდ, დაისვენოთ, უყუროთ ტელევიზორს.
გავიდა 30 წუთი? შეგიძლიათ მოიშოროთ სახვევი... და გაოცდეთ: ზეთისგან იქ კვალიც კი აღარ იქნება, გახურებულმა კანმა მთლიანად შეიწოვა ის, როგორც ღრუბელმა და ის შესამჩნევად ნაზი გახდა.
ხოლო თუ ნებისყოფა და დრო გეყოფათ და ამ პროცედურას 3-4 კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს გაიკეთებთ, ეფექტი მართლაც გაგაოცებთ.