1. გაიღვიძეთ და გაიღიმეთ. თუ დილას კარგი განწყობით დაიწყებთ, მთელ დღეს კარგად გაატარებთ.
2. უზმოზე არ დაგავიწყდეთ ცივი წყლის დალევა. თუ რეგულარულად ასე მოიქცევით, გაგიუმჯობესდებათ კუჭის მოქმედება და გათავისუფლდებით წიდებისგან.
3. კვირაში სამი დღე დაუთმეთ ვარჯიშს. ცუდმა ამინდმა ან განწყობამ ხელი არ უნდა შეგიშალოთ წამოდგომასა და ილეთების გაკეთებაში. ვარჯიში გაგიმკვრივებთ კუნთებს და არ მოგცემთ გასუქების საშუალებას.
4. არ ჭამოთ ღამე, განსაკუთრებით, ძილის წინ. ეს ყველაზე ცუდი თვისებაა, განსაკუთრებით, თუ 30 წელს გადააბიჯეთ. არ თქვათ უარი ვახშამზე, მაგრამ გაანახევრეთ ულუფა და დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ივახშმეთ.
5. ვინც ადრე იძინებს, ის გვიან დაბერდება. არ გადააცილოთ 11 საათს. ქალის ორგანიზმი სილამაზის ჰორმონს 10 საათის შემდეგ მხოლოდ სიბნელეში გამოიმუშავებს. თანაც, ძილის დროს.