არ მინდა, რომ ეს რეცეპტი დავიწყებას მიეცეს. ლოსიონი, რომელსაც გთავაზობთ, უმოკლეს დროში გაგიქრობთ სახიდან ყველაზე ძლიერ გამონაყარსაც კი.
მაშ ასე:
100 გრ დაფნის ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და გააგრილეთ.
მზა ლოსიონით იწმინდეთ სახე რაც შეიძლება ხშირად, გამონაყარის ბოლომდე გაქრობამდე.
შეინახეთ ლოსიონი მაცივარში მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში.