მალამო მარტივად მზადდება, მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. თუმცა, ვისაც სხვადასხვა პროდუქტზე ალერგია გაწუხებთ, გირჩევთ, მალამო ხელზე წაისვათ, ცოტა ხანი გაიჩეროთ და თუ ალერგიას არ მოგცემთ, სახეზეც წაისვათ.
ამბობენ, ეს რეცეპტი მეჭეჭებსაც აქრობსო, მაგრამ მაგის გარანტიას ვერ მოგცემთ.
მალამოს გამოყენების შემდეგ კანი თეთრდება და რბილდება. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
აბუსალათინის ზეთი და სოდა (1 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი და დანის წვერით სოდა). გადაურიეთ ისინი ერთმანეთში და წაისვით სახეზე.
15-20 წუთის შემდეგ მალამო ჯერ ხელსახოცით მოიწმინდეთ, მერე სახე გრილი წყლით დაიბანეთ.