ეს რეცეპტი ზამთრის დღეებში იმუნიტეტს გაგიძლიერებთ და გემოვნურ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ.
მის მოსამზადებლად სულ 10 წუთი დაგჭირდებათ: თაფლი (150 გრამი), გოგრის რბილობი (200-300 გრამი), თითო ცალი ლაიმი და ლიმონი (ან ორი ცალი ლიმონი), ჯანჯაფილის 1 ფესვი, შაქარი (უმჯობესია ყავისფერი - 150 გრამი).
ლიმონი და ლაიმი დამდუღრეთ, რათა ზედმეტი სიმწარე გაუვიდეს. გოგრის რბილობი და ჯანჯაფილი დაჭერით და დააბლენდერეთ. ლიმონი და ლაიმი დაჭერით და გაათავისუფლეთ კურკებისგან.
ყველაფერი ერთმანეთში გადაურიეთ და დაუმატეთ თაფლი და შაქარი. სურვილისამებრ, ყველაფერი შეგიძლიათ ისევ დააბლენდეროთ.
ვიტამინების საბადო იმუნიტეტის გასაძლიერებლად მზადაა. შეინახეთ მაცივარში (საკმაოდ დიდხანს ძლებს). თუ ბავშვები ”წამლის” ცარიელ ჭამაზე არ დაგთანხმდებიან, ფუნთუშებთან და ორცხობილასთან ერთად ჯემივით აჭამეთ.
იმუნიტეტის გაძლიერებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ!