ყველა ქალის ოცნებაა სახის კანი ახალგაზრდა გოგოსავით გადატკეცილი ჰქონდეს. უამრავი კოსმეტიკური საშუალება არსებობს, ვითომ რომ ასწორებს ნაოჭებს, ჩვენ კი ნაცად, იაფფასიან და მარტივ სამ ხერხს გთავაზობთ მიმიკური ნაოჭებისგან გასათავისუფლებლად.
პირველი რეცეპტი
აიღეთ თითო ჩაის კოვზი კრაზანა, გვირილა და ცაცხვი. დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 2 სადილის კოვზი არაყი. გადაწურეთ და გააგრილეთ. მიღებული ლოსიონით გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.
მეორე რეცეპტი
ასპირინის 2 აბს დაასხით რამდენიმე წვეთი წყალი და ფაფისებურ მასად აქციეთ, შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთი. რის შემდეგაც სახე სკრაბით უნდა გაიწმინდოთ და თბილი წყლით ჩამოიბანოთ.
მესამე რეცეპტი: სახამებლის ნიღაბი ღრმა ნაოჭებისთვის
1 ს/კ კარტოფილის სახამებელს დაასხით ნახევარი ჭიქა ცივი წყალი, კარგად გახსენით და მერე დაუმატეთ მეორე ნახევარი მდუღარე წყალი. შემოდგით დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ გასქელებამდე. გაგრილებულ მასას დაუმატეთ 4 ს/კ ახალგამოწურული სტაფილოს ქვენი და 1 ს/კ არაჟანი. კარგად გადაურიეთ. თხლად გადაისვით სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.