ჰენა ჰეალსი - კანადელ მხატვართა ორგანიზაციაა, სადაც ორიგინალურ ინის ტატუებს უკეთებენ ქალებს თავზე, რომლებსაც ქიმიოთერაპიის შემდეგ თმა გასცვივდათ.
ორგანიზაციის წევრებს სურთ, ქალებს საკუთარი თავის რწმენა და სილამაზე დაუბრუნონ.
ჰენა ჰეალსი 2011 წელს კანადელმა ფოტოგრაფმა ფრანსის დარვინმა ჩამოაყალიბა.
ორგანიზაციაში ტატუს 5 ოსტატია გაერთიანებული. ისინი ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკის, აზიის, ევროპის ქვეყნებსა და ავსტრალიაში მუშაობენ.
"ინის გვირგვინისთვის" ნატურალურ ინგრედიენტებს: ინას, ლიმონის წვენს, ზეთსა და შაქარს იყენებენ. ნახატის შესრულებას 2 საათი სჭირდება და იგი თავზე 2 კვირაზე მეტხანს ძლებს.
მხატვრები ტატუებს ჯანმრთელ ადამიანებსაც უკეთებენ, მაგრამ გარკვეულ საფასურად, ონკოდაავადებულებისთვის კი პროცედურა უფასოა.