ბოლო დროს ჯანჯაფილი ბევრ სამკურნალო და კულინარიულ რეცეპტში გამოიყენება და ეს არცაა გასაკვირი, თუ მის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებს გადავავლებთ თვალს.
დღეს ჯანჯაფილის ძველტიბეტურ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ჯანმრთელობისა და ტონუსის მომატებისთვისაა. აუმჯობესებს მხედველობას, ააქტიურებს სექსუალურ ცხოვრებას (მამაკაცებშიც და ქალებშიც), ასუფთავებს სისხლს, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან.
250 გრამი ჯანჯაფილი გარეცხეთ, გათალეთ და რგოლებად დაჭერით. მოათავსეთ პატარა ქილაში და იმდენი არაყი დაასხით, რომ დაფაროს. დააფარეთ თავსახური და მშრალ, ბნელ ადგილას გააჩერეთ 2 კვირის მანძილზე. დროდადრო შეანჯღრიეთ. 2 კვირის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და 2 ჩაის კოვზი თაფლი დაუმატეთ.
მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში ორჯერ.