მდოგვი ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენდება, თუ გაციებულია და წინდებში უნდა ჩაიყაროს ან მდოგვის საფენები გაიკეთოს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მდოგვი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.
ფეხების დაღლილობისას - მდოგვის დამამშვიდებელი აბაზანა გაიკეთეთ: 2 სადილის კოვზი მდოგვი გახსენით 2 ლიტრ ცხელ წყალში და 30 წუთით ჩაყავით ფეხები.
ყელის ტკივილისას - ერთმანეთში აურიეთ 1 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ თაფლი, 1/2 ჩ/კ მდოგვი და 100 მლ თბილი წყალი. გამოივლეთ ყელში 4-6-ჯერ დღეში.
ჰაიმორიტისა და გაციების დროს - დაასველეთ ცხელ წყალში ნაჭერი, მოაფრქვიეთ მასზე მდოგვის ფხვნილი და მიიდეთ ან ცხვირზე, ან წარბებს შუა.
წელის ტკივილის დროს - ცხელ აბაზანაში გახსენით 220 გრამი მდოგვი და ჩაწექით 20 წუთით.